ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა სიიდან თავად მისმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ წაშალა
ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა სიიდან თავად მისმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ წაშალა.

ხვალ ინგლისელები "უემბლიზე" მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთს მასპინძლობენ. ეს ამხანაგური თამაშია, რომელიც მასპინძლებს გამოცდად მიაჩნიათ - ესპანელები გამოაჩენენ, სინამდვილეში რისი მაქნისია მათი გუნდი. თუმცა, კაპელომ გამოცდის გარეშეც იცის, რომ მისი შეგირდები ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ და ამის მიზეზი პრემიერლიგაში ინგლისელთა ნაკლებობაა.

ასეთი განცხადება კაცისგან, რომელიც წელიწადში 6 მილიონ ფუნტს ანუ 7,2 მილიონ ევროს იღებს და დიდი გასამრჯელოს მიუხედავად, შარშან, ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონატი ჩააფლავა, ბუნებრივია, ბევრს აღიზიანებს. მაგრამ იტალიელი უკან არ იხევს და ამბობს, რომ იმ კონტიგენტით, რომელიც მის განკარგულებაშია, კიდევ კარგად გამოდის. მეორე მხრივ, გულშემატკივრისთვის ძნელია შეჩვეულთან გადაჩვევა - ფანებს სურთ გუნდი ყველა ტურნირზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდეს.

"ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ვფიქრობ, რაც ინგლისის ნაკრების სათავეში ვარ, კარგად ვიმუშავე. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ინგლისის პირველობაზე ძალიან ცოტა ინგლისელი ფეხბურთელი თამაშობს. მათი რაოდენობა 33 პროცენტია" - თქვა კაპელომ და დასძინა, რომ მისი მოთამაშეების მხრიდან ესპანელების სტილის მიბაძვა დიდი შეცდომა იქნებოდა:

"თავადაც გვყავს კარგი მოთამაშეები, თუმცა მათი ოსტატობა ისე მაღალი ნამდვილად არ არის, ესპანური სტილის კოპირება რომ დაიწყონ. ბურთის ერთი შეხებით გათამაშებას განსაკუთრებული დონე სჭირდება".

არადა, ჯერ ნოემბერია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატამდე შვიდი თვეა და ასე ადრე წუწუნი ინგლისელმა ჟურნალისტებმა ამთავითვე თავის მართლებად აღიქვეს. როგორ გინდა შეეგუო აზრს, რომ ივნისში ფეხბურთელები დაღლილები იქნებიან და ცუდად ითამაშებენ.

"ნოემბერში მოთამაშეები ფიზიკურად კარგ ფორმაში არიან, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთს ერთი დიდი პრობლემა აქვს: ზაფხულის დასაწყისში ყველა დახოცილია. პრემიერლიგაში ხომ სირბილი, ორთაბრძოლები და დაძაბულობა მთელი სეზონის განმავლობაში წამით არ ნელდება".

შემდეგ კაპელომ თავისი კოლეგა, ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე შეაქო:

"ვისენტე მარტო დიდი მწვრთნელი და კარგი ადამიანი კი არა, ძალიან ჭკვიანი პიროვნებაცაა. როდესაც ის ესპანეთის ნაკრებს სათავეში ჩაუყენეს, იმ წუთას მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა. ის უდიდესი ფსიქოლოგია. მან ხომ 2008 წელს ევროპის ჩემპიონი გუნდი ჩაიბარა, მაგრამ საქმე ისე წაიყვანა, რომ ტრიუმფატორ ფეხბურთელებს კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის დააწყებინა ბრძოლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად