"არსენალის" ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა ყველასთვის მოულოდნელად "მეთოფეთა" ლეგენდარულ ფრანგ მწვრთნელ არსენ ვენგერს შეუტია
"არსენალის" 30 წლის რუსმა ფეხბურთელმა, ანდრეი არშავინმა ყველასთვის მოულოდნელად "მეთოფეთა" ლეგენდარულ ფრანგ მწვრთნელ არსენ ვენგერს შეუტია.

ფორვარდის მთავარი ბრალდება ასეთია: ვენგერი არავის რჩევას არ ითვალისწინებს. ფეხბურთელი, რომელშიც "არსენალმა" სანკტ პეტერბურგის "ზენიტს" ლონდონური კლუბისთვის სარეკორდო თანხა, 15 მილიონი ფუნტი გადაიხადა, ამბობს:

"როდესაც რომელიმე ჩვენგანს საყოფაცხოვრებო პრობლემა აქვს, მწვრთნელი გვერდში გვიდგას, მაგრამ, საკმარისია საქმე გუნდს შეეხოს, თუ ვაჟკაცი ხარ გაბედე და რაიმე ურჩიე. ყველამ იცის რა პასუხსაც მიიღებს".

არშავინი ჯერ კიდევ "ზენიტში" თამაშის დროს იყო ცნობილი თავისი პირდაპირობით. ის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით ხმის ამოღებას არასდროს ერიდებოდა, თუმცა ამბობს, რომ ვენგერთან არასდროს უკამათია.

"მე და მას არასდროს გვიკამათია, თუმცა ერთი-ორჯერ საკუთარი შეხედულება გამოვთქვი. მისი რეაქცია როგორი იყო? გამიღიმა და... მაინც თავისი გააკეთა" - დასძენს არშავინი.

ლონდონში გადაბარგების შემდეგ არშავინი "არსენალის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, თუმცა ამ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, "მეთოფეების" 19 თამაშიდან მხოლოდ ორჯერ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში. 13 შეხვედრაში ის ან მოგვიანებით ჩაერთო თამაშში ან შეცვალეს, ხოლო სამჯერ შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ სათადარიგოთა სკამიდან არც წამომდგარა.

პრემიერლიგაში, ერთადერთი მატჩი, რომელშიც ის პირველიდან ბოლო წამამდე მოედანზე იდგა, "ოლდ ტრეფორდზე" ჩატარდა, ხოლო თუ რა მოხდა 28 აგვისტოს მანჩესტერის "ოცნებათა თეატრში" ყველას კარგად მოეხსენება - "არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" 8:2 წააგო.

მეორე თამაში, რომელშიც არშავინი ვენგერმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და არ გამოუცვლია, "ქარლინგის თასის" მეოთხე ეტაპისა გახლდათ - "მეთოფეებმა" "ბოლტონს" 2:1 აჯობეს. რუსს პერიფერიულ ფიგურად ქცევა, რასაკვირველია, არ სიამოვნებს.

"ცხადია, მირჩევნია ყველა შეხვედრაში ვთამაშობდე, როგორც ამას "ზენიტში" ვაკეთებდი. დღესაც სულ მოედანზე მინდა ყოფნა. არა აქვს მნიშვნელობა 18 წლის ხარ თუ ოცდათხუთმეტის, თუკი ფეხბურთს თამაშობ, მოედანზე ყოფნა გსურს. ხანდახან ვიცი, როგორც არ უნდა ვითამაშო, 70 წუთის შემდეგ შემცვლიან. არის შემთხვევები, როდესაც სათადარიგოთა სკამზე ზიხარ და წყნარად ელოდები 65-ე წუთს, როდესაც მოედანზე შეგიშვებენ".

ანდრეი არშავინი "ზენიტიდან" "არსენალში" 2009 წელს გადავიდა და იმავე წლის აპრილში საოცარი ეფექტი მოახდინა, როდესაც "ენფილდ როუდზე", "ლივერპულთან" 4:4 დამთავრებულ შეხვედრაში არსენალელთა ოთხივე გოლი შეაგდო. მიმდინარე სეზონში მან ორჯერ გაიტანა და მხოლოდ ერთი საგოლე პასი შეასრულა. ამ ჩემპიონატში ვენგერი ფლანგებზე ჟერვინიოსა და თეო უოლკოტის თამაშს ამჯობინებს. ნახევარდაცვის ცენტრში მიკელ არტეტას, აარონ რემსისა და ალექს სონგს აქვთ მთელი სივრცე ოკუპირებული.

"წლეულს ვენგერი უოლკოტსა და ჟერვინიოს უფრო ენდობა. აქამდე სათადარიგო არასდროს ვყოფილვარ" - გულდაწყვეტით ამბობს რუსი.

ანდრეი არშავინს "არსენალთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს. მის გადაბირებას დღესაც ცდილობენ რუსული გუნდები "ზენიტი" და "ანჟი". მოგეხსენებათ, რუსეთში კლუბებს ფული არ აკლიათ და არშავინის ყიდვა თუ მისთვის დიდი ხელფასის დანიშვნა პრობლემა არ იქნება, მაგრამ ფეხბურთელი ამბობს, რომ თუმც ფული მისთვის მთავარია, იანვრის სატრანსფერო ბაზრის დღეებში არსად აპირებს გადასვლას.

ხოლო კითხვაზე, სად ურჩევნია ცხოვრება, ლონდონში თუ რუსეთში, არშავინი ასე ამბობს: "ერთხელ, მაიამიში გავიცანი კაცი, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობ, მთავარია ბანკში რამდენი ფული გიდევს. ის კაცი მართალია. თუ ფული გაქვს, ოჯახს ყველგან კარგად მოაწყობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა