საერთაშორისო ტრეინინგს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი რვა კომპანიის 22 წარმომადგენელი ესწრებოდა
დღეს "თეგეტა მოტორსში" გერმანული სატვირთო საავტომობილო კონცერნის, MAN-ის ჯგუფში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო ტრეინინგი გაიმართა.

"თეგეტა მოტორს"-ის სათავო ოფისში გამართულ ტრეინინგს, რომელიც მისი შვილობილი კომპანიის "თეგეტა თრაქ ენდ ბას"-ის და MAN Truck & Bus AG-ს სასწავლო აკადემიის (MAN Academy) ორგანიზებით გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი რვა კომპანიის 22 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ყაზახეთის და უზბეკეთის წარმომადგენლები.

პარტნიორი კომპანიების გაყიდვების მენეჯერებს, რომლებიც ტრეინინგში მონაწილეობდნენ, მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებისთვის საჭირო საკითხებზე გერმანელი სპეციალისტები ესაუბრებოდნენ.

ამ სახის ტრეინინგების ჩატარება, MAN Truck & Bus AG-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორის დოქტორ ფრენკ ჰილერის გადაწყვეტილებით დაინერგა, რის შემდეგაც ყოველწლიურად გერმანიაში, ქ. მიუნხენში, კომპანიის სათავო ოფისში იმართება.

ტრეინინგის გერმანიის საზღვრებს გარეთ ჩატარება წელს პირველად გადაწყდა. როგორც "თეგეტა მოტორსის" კომერციული დირექტორი ავთანდილ წერეთელი აცხადებს, ტრენინგის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება რამოდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში "თეგეტა თრაქ ენდ ბას"-ის და MAN Truck & Bus AG-ის წარმატებულმა და გრძელვადიანმა თანამშრომლობამ, ასევე კომპანიის სერვის-ცენტრებმა და ინფრასტრუქტურამ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მსგავსი ღონისძიების ჩატარებისთვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს, პარტნიორი კომპანიებისთვის "თეგეტა მოტორს"-ში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობამ და საქართველოს ბაზრის პროგრესულმა ზრდამ.

"თეგეტა მოტორსი"-ს შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბას" უკვე 5 წელია საქართველოში MAN Truck & Bus AG-ს ოფიციალური იმპორტიორია.

S

zv
სპორტთან რა შუაშია ეს ინფორმაცია?
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"