ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური: სატურნირო მდგომარეობა პირველიდან ბოლო ადგილამდეა დაძაბული
დასასრულს 5 ტური უკლია და ბრაზილიურ სერია ა-ში საოცარი სიტუაციაა: სატურნირო მდგომარეობა პირველიდან ბოლო ადგილამდეა დაძაბული და ყოველ დარჩენილ მატჩს ოქროს ფასი აქვს.

ამ ტურში ყველაზე საინტერესო კი ის მოხდა, რომ ყველა (თითქმის) ლიდერმა წააგო! ამით კი მოქმედ ჩემპიონ "ფლუმინენსეს" ტიტულის შენარჩუნების შანსი გაუჩნდა. არადა, თითქოს, გამოტირებული ჰქონდა.

უკვე შაბათს დაიწყო უცნაურობები, როცა "ბოტაფოგომ" "ფიგეირენსესთან" 0:1 წააგო. პარალელული მატჩი კი მთლად საოცარი გამოდგა - "ბაია" "სან პაულუს" მასპინძლობდა. გუნდებს სხვადასხვა ამოცანები აქვთ გადასაჭრელი. სტუმრები ჯერ ველიგტონის ბრწყინვალე გოლით დაწინაურდნენ, შემდეგ მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ, როცა ლუკასმა შორიდან გაუტანა მასპინძლებს, სისერომ კი იქვე ერთი გოლიც დაამატა.

თითქოს, სამი ქულა მოპოვებული იყო, მაგრამ "ბაია" არ დანებდა და ზედიზედ 3 გოლი გაუტანა ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს. ჯერ ერთ დროს ძალზე პერსპექტიულმა ლულინიამ გაიტანა, შემდეგ ფაელმა გაათანაბრა და ბოლოს სტუმართა მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. არადა, ამ გოლებს შორის ლუიშ ფაბიანომ და დაგობერტომ ისეთები აცილეს... "სან პაულუ" ლიბერტადორესის თასის საგზურისთვის ბრძოლას აგებს.

კვირას კიდევ უფრო ძნელადდასაჯერებელი ამბები მოხდა ბრაზილიაში - ორივე ლიდერი დამარცხდა. თუკი "ვასკუ და გამას" წაგებას "სანტოსთან" (0:2) ახსნა კიდევ მოეძებნება, საოცარია, როგორ წააგო "კორინთიანსმა" ბოლოადგილოსან "ამერიკასთან", რომელსაც სასწაულიღა თუ იხსნის გავარდნისაგან. პირველ ტაიმში გუნდებმა პენალტებით გაიტანეს, მეორეში კი აუტსაიდერმა საჯარიმო დარტყმის წყალობით მოიგო. მოკლედ, ღია თამაშში ამ მატჩში გოლი არ გასულა. "სანტოსმა" კი ნეიმარისა და ბომბარდირ ბორჟესის გოლებით მოიგო.

ტურის შემდეგ ვარსკვლავთბიჭუნამ "სანტოსთან" 2014-წლის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი. თუმცა, მაინც ნაკლებად დასაჯერებელია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი ევროგრანდებმა კიდევ სამი წელი დატოვონ ოკეანის გაღმა. უბრალოდ, "სანტოსმა" თამასა უფრო მაღლა აწია.

"ფლამენგომ" საქვეყნოდ შეარცხვინა "კრუზეირო" - 5:1 მოუგო და ვიცე-ჩემპიონი გასავარდნ ზონაში მოისროლა. არადა, "რუბრო-ნეგრომ" პირველმა გაუშვა. ამის შემდეგ ფორვარდ დეივიდისა და ნახევარმცველ ტიაგო ნევესის ფანტასტიკური დუეტი ამოქმედდა - პირველმა დუბლი მიითვალა, უკანასკნელმა - სულაც ჰეთ თრიკი. ბუნებრივია, თავისი წვლილი მოგებაში რონალდინიომაც შეიტანა.

"ინტერიც", "სან პაულუსი" არ იყოს, ლიბერტადორესის თასის საგზურისთვის ბრძოლაში მარცხდება. გუნდმა შინ 1:2 წააგო ჩემპიონ "ფლუმინენსესთან". "ფლუმ" ამ მოგებით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, პირველ ადგილამდე სულ რაღაც 2 ქულა რჩება!

ბრაზილია. სერია A. XXXIII ტური

ბოტაფოგო-ფიგეირენსე 0:1

გოლი: 0:1 ჟულიო სეზარი (6)

ატლ. მინეირო-გრემიო 2:0

გოლები: 1:0 ანდრე (41), 2:0 მარკინიოსი (76)

გაძევება: ნეტო (53. ატლეტიკო)

ბაია-სან პაულუ 4:3

გოლები: 0:1 ველინგტონი (21), 1:1 სოუზა (46), 1:2 ლუკას სილვა (48), 1:3 სისერო (60), 2:3 ლულინია (68), 3:3 ფაელი (73), ლუიზ ედუარდო (83 ს.კ.)

სანტოსი-ვასკუ და გამა 2:0

გოლები: 1:0 ნეიმარი (3), 2:0 ბორჟესი (74)

ფლამენგო-კრუზეირო 5:1

გოლები: 0:1 ანსელმო რამონი (23), 1:1 დეივიდი (36), 2:1 დეივიდი (48), 3:1 ტიაგო ნევესი (54), 4:1 ტიაგო ნევესი (58), 5:1 ტიაგო ნევესი (70)

გაძევება: ანსელმო რამონი (74. კრუზეირო)

ავაი-სეარა 1:2

გოლები: 0:1 ტიაგო უმბერტო (15), 0:2 ფელიპე აზევედო (57), 1:2 ვილიამი (60)

ამერიკა-კორინთიანსი 2:1

გოლები: 1:0 ფაბიო ჟუნიორი (34-პენ), 1:1 ჩიკაო (45-პენ), 2:1 ამარალი (87)

პალმეირასი-კორიტიბა 0:2

გოლები: 0:1 დავი (23), 0:2 ლეონარდო (56)

გაძევება: ჟოაო ვიტორი (78. პალმეირასი)

ინტერნასიონალი-ფლუმინენსე 1:2

გოლები: 0:1 რაფაელ მოურა (17), 1:1 ოსკარი (37), 1:2 რაფაელ სობისი (45)

გაძევება: ჟუანი (82. ინტერნასიონალი)

ატლ. პარანაენსე-ატლ.გოიანიენსე 2:1

გოლები: 0:1 ანსელმო (26), 1:1 ნიეტო (47), 2:1 ნიეტო (56)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. კორინთიანსი 33 17 7 9 47-34 58

2. ვასკუ 33 16 10 7 49-37 58

3. ფლუმინენსე 33 18 2 13 48-42 56

4. ბოტაფოგო 33 16 7 10 49-38 55

5. ფლამენგო 33 14 13 6 57-44 55

6. ფიგეირენსე 33 14 11 8 43-38 53

7. ინტერნასიონალი 33 13 12 8 53-40 51

8. სან პაულუ 33 13 11 9 48-42 50

9. სანტოსი 33 14 6 13 49-46 48

10. კორიტიბა 33 13 9 11 52-38 48

11. გრემიო 33 13 7 13 40-44 46

12. ატლ გ. 33 11 9 13 42-40 42

13. პალმეირასი 33 9 14 10 37-36 41

14. ატლ. მ. 33 11 6 16 41-49 39

15. ბაია 33 9 12 12 39-44 39

16. სეარა 33 9 8 16 39-55 35

17. კრუზეირო 33 9 7 17 38-47 34

18. ატლ პ. 33 8 10 15 33-50 34

19. ავაი 33 7 8 18 44-69 29

20. ამერიკა 33 5 13 15 43-58 28

ბომბარდირები: 23 - ბორჟესი (სანტოსი); 15 - დეივიდი (ფლამენგო); 14 - ვილიამი (ავაი); 13 - ფრედი (ფლუმინენსე), ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), რონალდინიო (ფლამენგო).

მომდევნო ტური

12 ნოემბერი: სან პაულუ-ავაი, ფლუმინენსე-ამერიკა, ფიგეირენსე-ატლ. მინეირო.

13 ნოემბერი: კორინთიანსი-ატლ. პარანაენსე, სეარა-სანტოსი,კორიტიბა-ფლამენგო, გრემიო-პალმეირასი, ვასკუ და გამა-ბოტაფოგო, კრუზეირო-ინტერნასიონალი, ატლ.გოიანიენსე-ბაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა