ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თამაშები ერთი ბრინჯაოთი დავასრულეთ

თამაშები ერთი ბრინჯაოთი დავასრულეთ

მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველი ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 26 აგვისტოს დაიხურება, თუმცა ჩვენთვის, შეიძლება ითქვას, ეს შეჯიბრება უკვე დასრულდა და ამ დიდი ასპარეზობიდან მხოლოდ ერთი ბრინჯაოს (!) ამარა ვბრუნდებით, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში ირაკლი მოსიძემ დაიმსახურა...

მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველი ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 26 აგვისტოს დაიხურება, თუმცა ჩვენთვის, შეიძლება ითქვას, ეს შეჯიბრება უკვე დასრულდა და ამ დიდი ასპარეზობიდან მხოლოდ ერთი ბრინჯაოს (!) ამარა ვბრუნდებით, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში ირაკლი მოსიძემ დაიმსახურა.

მართალი გითხრათ, ჯილდოს ძიუდოშიც ველოდით, მაგრამ _ ამაოდ. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ტუღუში პირველსავე წრეში 2 წუთსა და 18 წამში იპონით დამარცხდა ყაზახ კაირატ აგიბაიევთან. ჩვენებური რეპეშაჟში ჩაერთო. იქ კი საკმაოდ იყოჩაღა: ჯერ ბრაზილიელ გარსია მათეუშ მაჩადოს მოუგო იპონით 2 წუთსა და 53 წამში. მერე ლიხტენშტაინელ პატრიკ მარქსემს წუთსა და 44 წამში ორი გაფრთხილება მიაღებინა, თითო ვაზარი და იპონიც ზედ მიაყოლა და მომდევნო წრეში გავიდა, სადაც სტარტზე მისი მძლეველი აგიბაიევი (იგი ტურნირის ვერცხლის პრიზიორ ჩრდილოკორეელ ჰიონ სონგ ჩოისთან დამარცხდა) ელოდა. ქართველმა ფალავანმა შეძლო რევანშის აღება, ოღონდ _ ვაზარით. დამამშვიდებელი ჯგუფის ბოლო პაექრობაში ტუღუშმა რუმინელ იოან ვისანის მისალმების დამთავრებაც არ აცალა, ისე მოსვა წმინდაზე. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი ორთაბრძოლა რჩებოდა სომეხ დავიდ ხაზარიანთან. დაპირისპირება ბოლო გონგამდე გაგრძელდა. მეტოქეებმა მხოლოდ თითო იუკოს აღება შეძლეს. მსაჯებმა ჩვენებური ორჯერ გააფრთხილეს პასიურობისთვის, ხაზარიანი კი _ ერთხელ და ამის წყალობით მესამე ადგილი სომეხს ერგო. მეორე ბრინჯაო დანიელმა ფუკი კაიმ დაიმსახურა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კი ამერიკელი მაქსიმილიან შნეიდერი ავიდა, რომელმაც ფინალში ჩოის სძლია.

გუშინ ტატამზე 63 კილოგრამი წონით კატეგორიის გოგონები გავიდნენ. ჩვენი ქვეყნის ღირსებას სოფიო ბერიძე იცავდა. პირველ წრეში მან იპონით მოუგო კამერუნელ სოფინა ერეის, თუმცა მეორეში თავადაც წმინდად დამარცხდა ბრაზილიელ ფლავია გომესთან, რომელიც საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა, რადგან ფინალი იაპონელ მიკუ ტაშიროსთან დათმო. დამამშვიდებელ ჯგუფში ჩვენებურს ლიბანელმა გარენ ჩამესიმ 48 წამში აჯობა და ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი წაართვა, თუმცა, თავადაც ვერ შესწვდა მედალს _ მესამე ადგილებზე ხორვატი ბარბარა მატიჩი და ლიტველი ლაურა ნაგინსკაიტე გავიდნენ.

საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში ერთი ბრინჯაოთი 69-81-ე ადგილებს იყოფს. 42 მედლით (24 ოქრო, 14 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) გათამაშების ცხრილის სათავეშია ჩინეთის ნაკრები და ძნელად სავარაუდოა, რომ მან ეს ადგილი დათმოს. ლიდერებს 39 მედლით (16, 13, 10) კვალში მისდევენ რუსები. მესამე საფეხურს ჯერჯერობით სამხრეთკორეელები (9, 2, 2) ინარჩუნებენ, თუმცა არ არის გამორიცხული, მათ უკრაინელებმა (8, 8, 9) გადაასწრონ.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა