ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
არც ისე წარმატებული გამოვიდა "ფილადელფიას" კაპიტნის კრის პრონგერის დაბრუნება. მისმა გუნდმა გუშინ სტუმრად წააგო "ტამპა ბეისთან". მთელი მატჩის განმავლობაში გუნდები მკაცრ დაცვით ჰოკეის თამაშობდნენ და შეტევისთვის ერთმანეთს სივრცეებს არ უტოვებდნენ. ამიტომაც იყო, რომ "ფილადელფიამ" მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 15 ზუსტი დარტყმა შეასრულა.

პირველი 30 წუთი საკმაოდ თანაბარი იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას მეკარეები - ილია ბრიზგალოვი და დუეინ როლოსონი იმსახურებდნენ, რომლებმაც რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნეს თავიანთი გუნდები. "ფილადელფიას" კარის დარაჯი მუდმივ ზეწოლას გრძნობდა ვენსან ლეკავალიესა და მარტინ სან ლუის მხრიდან, რომლებსაც მინიმუმ ოთხჯერ შეეძლოთ თავის გამოჩენა. სტუმრების მხრიდან ორი მომენტი ჰქონდა კლოდ ჟირუს, მაგრამ როლოსონმა ორივე შემთხვევაში იყოჩაღა.

ამ მატჩში გადამწყვეტი როლი გაძევებებმა ითამაშეს, რომელიც საკმაოდ ბევრი იყო და სამიდან ორი შაიბა სწორედ რიცხობრივი უპირატესობის დროს გავიდა. პირველებმა თავი სტუმრებმა გამოიჩინეს მეორე პერიოდის შუაში. "ტამპას" ზონაში მოგებული ჩაგდების შემდეგ ვორაჩეკმა შორიდან გაისროლა, შაიბა გზად სკოტ ჰარტნელის ყვანჯს შეეხო და ასე აღმოჩნდა როლოსონის კარში.

ამის შემდეგ "ფილადელფიამ" დაცვაში ჩადგომა გადაწყვიტა და უნარიანი მოქმედებით ინარჩუნებდა სასურველ ანგარიშს, მაგრამ სტუმრები უხეშობამ დააღალატა. 47-ე წუთზე ვორაჩეკის გაძევების შემდეგ მარკ-ანდრე ბერჟერონმა ცისფერი ხაზიდან ძლიერი გასროლით გაათანაბრა ანგარიში. "ტამპას" წინ გასვლაც შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, საქმე ოვერტაიმამდე მივიდა. აქ კი ყველაფერი ბრეტ კონოლიმ გადაწყვიტა, რომელმაც დომინიკ მურის გარღვევის შემდეგ დამატებაზე ივარგა - 2:1. "ტამპამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.

"ნიუ იორკ რეინჯერსის" შეჩერება შეუძლებელი ხდება. გუშინ, ჯო ტორტორელას შეგირდებმა "ოტავა" დაამარცხეს და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გაიფორმეს. შესანიშნავი შეთამაშება გამოავლინეს გაბორიკის, სტეპანისა და ანისიმოვის დუეტმა - სწორედ ამ ტრიომ გაიტანა "რეინჯერსის" სამივე შაიბა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა 21 წლის ამერიკელი დერეკ სტეპანი, რომლის ანგარიშზე იყო გოლი და ორი საგოლე პასი. გაბორიკმა კი გულშემატკივრები ზედიზედ მეორე დუბლით გაახარა. ამ მოგებით "რეინჯერები" ძალიან მიუახლოვდნენ აღმოსავლეთი კონფერენციის ლიდერებს და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან "პიტსბურგს", თან ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.

"ოტავას" საქმე კი ცუდად მიდის. სეზონის ბრწყინვალე დასაწყისისა და მოგებათა სერიის შემდეგ, "სენატორებმა" ბოლო კვირანახევარში ოთხი მატჩის წაგება მოასწრეს და მხოლოდ ერთი ქულა აიღეს "ბაფალოსთან" მატჩში.

ოთხმატჩიან გასვლით ტურნეს აგრძელებს "ნეშვილი", რომელიც ამჯერად "ანაჰაიმს" ეწვია. ამ გუნდების მატჩი ყოველთვის საინტერესო და უხვგოლიანი გამოდის. ახლაც, მაყურებელმა ექვსი შაიბა იხილა. კარგად იმუშავა ჰორნკვისტის, სმიტისა და უილსონის ტრიომ - სტუმრების ყველა ქულა სწორედ ამ ბიჭების ანგარიშზეა, კრეიგ სმიტმა კი კარიერაში პირველი დუბლი ჩაიწერა აქტივში, რასაც ერთი შედეგიანი პასიც დაუმატა.

კარგად ითამაშა მეკარე პეკა რინემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ნეშვილთან". "ანაჰაიმმა" კი უკვე ზედიზედ მეექვე მატჩი წააგო.

ტამპა ბეი-ფილადელფია 2:1 (ო)

0:0, 0:1, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 ჰარტნელი-6 (ვორაჩეკი-6, ტიმონენი-11), 1:1 მ-ა. ბერჟერონი-3 (სტემკოსი-6, ლეკავალიე-6), 2:1 ბ. კონოლი-3 (მური-4, კუბინა-2).

ოტავა-რეინჯერსი 2:3

0:0, 1:2, 1:1

გოლები: 1:0 მ. მიხალეკი-10 (სპეცა-10, ე. კარლსონი-13), 1:1 გაბორიკი-8 (სტეპანი-6), 1:2 სტეპანი-3 (ანისიმოვი-8), 1:3 გაბორიკი-9 (სტეპანი-7, ანისიმოვი-9), 2:3 ფოლინო-4 (და კოსტა-2, ბატლერი-2).

ანაჰაიმი-ნეშვილი 2:4

1:2, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 კ. სმიტი-6 (ჰორნკვისტი-2), 0:2 კ. უილსონი-3 (კ. სმიტი-7, ჰორნკვისტი-3), 1:2 სმიტ-პელი-1 (ფაულერი-6, მაკმილანი-3), 1:3 ერატი-2 (ბულიტი), 2:3 ბოშემენი-2 (პერი-5, რაიანი-2), 2:4 კ. სმიტი-7 (კ. უილსონი-6, ჰორნკვისტი-4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად