ევროლიგის ჯგუფურ მეოთხე ტურში მარკოიშვილისა და შერმადინის "კანტუმ" და ფაჩულიას "გალათასარაიმ" გამარჯვება იზეიმეს
ევროლიგის ჯგუფური მეოთხე ტური ხუთი მატჩით გაიხსნა და, რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრების ყურადღება იტალიის "კანტუსა" და საბერძნეთის "ოლიმპიაკოსის" მატჩისკენ იყო მიპყრობილი, რადგან "კანტუს" რიგებში ორი ქართველი - მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი გამოდიან. ამ უკანასკნელმა დიდი როლი ითამაშა მატჩის საბოლოო შედეგში.

თითქმის მთელი მატჩი ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა. "კანტუს" კრიტიკული მომენტი მეოთხე მეოთხედში ჰქონდა, როცა ხუთი ქულით გაუშვა წინ მეტოქე, მაგრამ შეძლო დაწევა და ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. 63:63-ზე ბერძნები შერმადინზე დაჯარიმდნენ. საფინალო სირენამდე 7.8 წამით ადრე ქართველმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო და "ოლიმპიაკოსს" საკმარისი დრო ჰქონდა გამარჯვების ტყორცნის შესასრულებლად, მაგრამ "კანტუს" გაუმართლა, რადგან ფარქვეშ შესულმა კაილ ჰაინსმა ააცილა და იტალიურმა კლუბმა 64:63 მოიგო.

შერმადინმა და მარკოიშვილმა ამ მატჩში 8-8 ქულა დააგროვეს. ოთხი ტურის შემდეგ "კანტუს" სამი მოგება აქვს და A ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება.

ამავე ჯგუფში "ფენებაჰჩემ" სეზონის სტარტზე ორი წაგების შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო - თურქებმა ბილბაოში ადგილობრივი კლუბი დაამარცხეს. ბასკებისთვის ეს იყო ზედიზედ მესამე წაგება.

აქაც მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა. "ბილბაო" ბოლო მეოთხედის წინ ხუთი ქულით იგებდა, მაგრამ მეტოქემ შეძლო გათანაბრება - კერტის ჯერელსმა 67:67 გახადა ანგარიში. შემდეგ კი თურქები წინ გავიდნენ. ბოლო შეტევაში "ბილბაო" შეეცადა სამქულიანის სროლას და შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანას, მაგრამ ბურთი დაკარგა და "ფენერბაჰჩემ" 73:70 გაიმარჯვა. მის რიგებში 19 და 15 ქულით საუკეთესოები იყვნენ ბოგდანოვიჩი და ჯერელსი.

"ბილბაოსგან" განსხვავებით გაუმართლა მეორე ესპანურ კლუბს - "უნიკახას", რომელმაც საკუთარ არენაზე მოუგო ხორვატიის ზაგრებს.

მასპინძლებს ერთადერთხელ გაუჭირდათ, როცა "ზაგრებმა" 9:0 გაქცევით დაიწყო შეხვედრა და პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგო. "უნიკახამ" მეტოქეს საპასუხო დარტყმა მომდევნო მეოთხედშივე მიაყენა, როცა 30:14 მოიგო მატჩის ეს მონაკვეთი. ამას დაემატა მესამე 10-წუთეულში რვაქულიანი უპირატესობა და ბოლო მეოთხედი პრაქტიკულად ფორმალობად იქცა.

საბოლოოდ, "უნიკახამ" 99:85 გაიმარჯვა. ეს ესპანელთა მესამე მოგებაა და ისინი მიუახლოვდნენ ჯგუფის ლიდერებს - ცსკა-სა და "პანათინაიკოსს".

ორი მატჩი გაიმართა D ჯგუფში და ორივეში სტუმრებმა შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

"გალათასარაიმ", რომელიც კვლავაც ზაზა ფაჩულიას გარეშე თამაშობს, გასვლაზე სლოვენიის "ოლიმპიას" დამარცხება შეძლო. პირველი ტაიმის შვიდი ქულით მოგების შემდეგ, თურქებმა ეს უპირატესობა მესამე მეოთხედში გაანიავეს და ბოლო 10-წუთეულში ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ.

"გალათასარაიმ" 20 წლის დებიუტანტის ფურქან ალდემირის მონდომებით მაინც მიაღწია სასურველ შედეგს და მოიგო მატჩი 79:70. ალდემირი მატჩის გმირი გახდა - თავის სადებიუტო შეხვედრაში მან ცხრიდან შვიდი ორქულიანი ჩააგდო, 18 ქულა დააგროვა და ამას 11 მოხსნა დაუმატა.

"გალათასარაის" მსგავსად ასევე ორი მოგება აქვს რუსეთის უნიქსს, რომელიც სტუმრად თამაშობდა პოლონეთის "პროკომის" წინააღმდეგ. რუსებმა ბოლო მეოთხედში გატეხეს ჯგუფის აუთსაიდერის წინააღმდეგობა და არ მოაპოვებინეს მათ სეზონში პირველი გამარჯვება.

უნიქსის წარმატებაში კვლავაც ყველაზე დიდი წვლილი ჰენრი დომერკანმა შეიტანა, რომლის ანგარიშზე 23 ქულა მოდის. მისი მონდომებით სტუმრებმა საბოლოოდ 72:68 გაიმარჯვეს.

A ჯგუფი

კანტუ-ოლიმპიაკოსი 64:63

12:16, 19:18, 14:15, 19:14

კ: ლეუნენი (12+6 მოხსნა), მარკონატო (10+6 მოხსნა), მარკოიშვილი (8), შერმადინი (8).

ო: სპანულისი (23), კეშელი (11), გეჩევიჩუსი (8+5 მოხსნა).

ბილბაო-ფენერბაჰჩე 70:73

21:26, 15:6, 22:21, 12:20

ბ: ბანიჩი (17+5 მოხსნა), ვასილიადისი (15), ლოპესი (9), მუმბრუ (8+5 მოხსნა).

ფ: ბოგდანოვიჩი (19), ჯერელსი (15), გისტი (10+5 მოხსნა), ონანი (8).

მ წ +/-

1. კ. ლაბორალი 3 0 17

2. კანტუ 3 1 9

3. ფენერბაჰჩე 2 2 -3

4. ნანსი 1 2 -1

5. ბილბაო 1 3 -11

6. ოლიმპიაკოსი 1 3 -11

B ჯგუფი

უნიკახა-ზაგრები 99:85

19:27, 30:14, 24:16, 26:28

უ: ზორიჩი (14), ფრილენდი (13+6 მოხსნა), გარბახოსა (12), როდრიგესი (11), ბლანკო (10), სინანოვიჩი (8).

ზ: კასუნი (23+7 მოხსნა), მულაომეროვიჩი (13+10 პასი), სიმონი (10), მეი (10), მაშიჩი (8).

მ წ +/-

1. ცსკა 3 0 75

2. პანათინაიკოსი 3 0 57

3. უნიკახა 3 1 1

4. ბამბერგი 1 2 10

5. ჟალგირისი 0 3 -37

6. ზაგრები 0 4 -106

D ჯგუფი

ოლიმპია-გალათასარაი 70:79

23:27, 14:17, 19:13, 14:22

ო: ჩაპინი (15+3 ჩაჭრა), ვარდა (14), მარკოტა (8+9 მოხსნა).

გ: ალდემირი (18+11 მოხსნა), შიპი (17), შუმპერტი (11), სონგაილა (10), არსლანი (8).

პროკომი-უნიქსი 68:72

12:17, 18:12, 16:16, 22:27

პ: მოტეიუნასი (19+9 მოხსნა), კუბლერი (15), ლაფაიეტი (14+5 პასი), სევერინი (8).

უ: დომერკანტი (23), მაკარტი (13), სავრასენკო (10+7 მოხსნა), ლაიდეი (9).

მ წ +/-

1. ბარსელონა 3 0 77

2. მონტეპასკი 3 0 56

3. გალათასარაი 2 2 -17

4. უნიქსი 2 2 -28

5. ოლიმპია 1 3 -45

6. პროკომი 0 4 -43

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში