ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მიურეის 17 გაელვება

მიურეის 17 გაელვება

პარიზში მასტერსის სერიის ბოლო ტურნირი საინტერესო ფაზაში შევიდა - ბრძოლაში პირველ რვა ნომრად განთესილები ჩაებნენ
პარიზში მასტერსის სერიის ბოლო ტურნირი საინტერესო ფაზაში შევიდა - ბრძოლაში ჩაებნენ პირველ რვა ნომრად განთესილი ჩოგბურთელები.

ტურნირის მეოთხე ნომერმა დავიდ ფერერმა ერთნაირი ანგარიშით - 6:4 მოუგო ორი სეტი ფრანგ ნიკოლა მაუს. ესპანელმა ჩოგბურთელმა თითო პარტიაში თითო ბრეიკი გააკეთა, თავად კი მეტოქის ორივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია და საათსა და 27 წუთში დაასრულა შეხვედრა.

კიდევ უფრო იოლად გაიმარჯვა მეორე ნომრად განთესილმა ბრიტანელმა ენდი მიურეიმ. მას საათი და 19 წუთი დასჭირდა ფრანგი ჟერემი შარდის დასამარცხებლად. მიურეიმ პირველ სეტში ორი ბრეიკი გააკეთა, მეორეში ერთი და 6:2, 6:4 მოიგო. რაც შეეხება ფრანგ ჩოგბურთელს, მას მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანსი არ დაუტოვა ხორვატ ივან დოდიგს. ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, შეძლებდა თუ არა სერბი ჩოგბურთელი კორტზე გასვლას, რადგან მას ტრავმა აწუხებდა. მაგრამ ჯოკოვიჩმა გარისკა და ტრავმის არანაირი კვალი არ ეტყობოდა. ნოვაკმა თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა და ამის ხარჯზე 6:4, 6:3 მოიგო.

მესამე ფრანგი, რომელმაც იმ დღეს კორტი დამარცხებულმა დატოვა, 23 წლის ადგიან მანარინო იყო, რომელმაც უშანსოდ წააგო როჯერ ფედერერთან. შვეიცარიელი ბრწყინვალედ თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და მანარინომ მიღებაზე მხოლოდ ოთხი ქულის აღება შეძლო. როჯერმა სამი ბრეიკის წყალობით საბოლოოდ ასეთი ანგარიში დააფიქსირა - 6:2, 6:3 და მერვედფინალში კიდევ ერთ ფრანგზე - რიშარ გასკეზე გავიდა.

ამ დღეს ერთი მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა - იტალიელმა ანდრეას სეპიმ ტურნირს გამოთიშა მე-11 ნომერი, ესპანელი ნიკოლას ალმაგრო. ეს უკანასკნელი ცუდად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და ოთხი ბრეიკი დაუთმო მეტოქეს, თავად კი ორჯერ აიღო სეპის გეიმი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. იტალიელმა 6:3, 7:5 გაიმარჯვა.

ფრანგი ჩოგბურთელების უიღბლობა დღის ბოლოს გაგრძელდა, როცა ადგილობრივი პუბლიკის ერთ-ერთმა მთავარმა იმედმა გაელ მონფილსმა ორ სეტში წააგო ფელისიანო ლოპესთან. ესპანელი თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა, ფრანგმა კი რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და 3:6, 4:6 დამარცხდა. მონფილსს ამ მატჩში ვერც 12-მა ეისმა უშველა.

ყველაზე იოლ გამარჯვებას ამერიკელმა მერდი ფიშმა მიაღწია, რომელმაც მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა გერმანელი ფლორიან მაიერისთვის. ფიშმა ოთხი ბრეიკი გააკეთა და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს. ჩოგბურთელებმა მხოლოდ 56 წუთი დაჰყვეს მოედანზე და ამერიკელმა 6:1, 6:2 მოიგო.

გუშინ, მერვედფინალების ჯერი დადგა და დადასტურდა ნოვაკ ჯოკოვიჩის პრობლემები. სერბი თანამემამულე ვიქტორ ტროიცკის ხვდებოდა და მოულოდნელად წააგო პირველი სეტი - 4:6. 25 წლის ტროიცკიმ ერთადერთი ბრეიკის წყალობით აიღო საწყისი პარტია, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. ჯოკოვიჩმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესა და გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგში აღარ დამდგარა. მომდევნო ორ პარტიაში ჯოკოვიჩმა მხოლოდ ოთხი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის და 11-დან მეათედ დაამარცხა ტროიცკი.

აგრძელებს ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას ბრიტანელი ენდი მიურეი, რომელმაც ერთნაირი ანგარიშით - 6:2 მოუგო ორი სეტი ენდი როდიკს. ამ ჩოგბურთელთა რიგით მე-11 შეხვედრა მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა და ბრიტანელმა მერვედ მოუგო ამერიკელს.

ამერიკის ღია პირველობის შემდეგ მიურეის 17-დან 17 მოგება აქვს, აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული კი ენდიმ 28 მატჩიდან 27 თავის სასარგებლოდ დაასრულა. როდიკმა კი აშკარად ჩააგდო წლევანდელი სეზონი - პირველად 2001 წლის შემდეგ, ამერიკელმა წელი რეიტინგის საუკეთესო ათეულის მიღმა დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა