მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე ჯინგაროვას ძლევით ნინო ხურციძემ ჩვენს ნაკრებს მომგებიანი ქულა მოუტანა, რომელმაც მე-8 ტურში ბულგარელებს 3:1 სძლია
შვიდი შესაძლებლიდან 6,5 ქულა (!) - ასეთია ნინო ხურციძის მონაგარი ბერძნულ პორტო კარასში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე.

თბილისელი დიდოსტატი ერთადერთ ყაიმს სერბ ანჯელა სტოიანოვიჩთან დასჯერდა, ხოლო დანარჩენი მეტოქეები - გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი), კატარზინა ტომა (პოლონეთი), ლილით გალოიანი (სომხეთი), ანა სრებრნიჩი (სლოვენია) და ემილია ჯინგაროვა (ბულგარეთი) დაამარცხა.

გუშინ სწორედ ჯინგაროვას ძლევით მოუტანა მომგებიანი ქულა ჩვენს ნაკრებს, რომელმაც მე-8 ტურში ბულგარელებს 3:1 სძლია. ნანა ძაგნიძე და მსოფლიოს ექსჩემპიონი ანტოანეტა სტაფენოვა, ივა ვიდენოვა და ლელა ჯავახიშვილი დაზავდნენ. ადრიანა ნიკოლოვას და სალომე მელიას პარტიაში მე-40 სვლისთვის, ფაქტობრივად, საყაიმო პოზიცია იყო, მაგრამ ახალგაზრდა ბულგარელი მოჭადრაკე 45-ე და 46-ე სვლებზე ზედიზედ შეცდა და მელიამ 47-ე სვლაზე საათი გააჩერებინა.

ამდენად, საქართველოს ნაკრებმა 16 შესაძლებლიდან 12 ქულას მოუყარა თავი და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ამ მონაგარში გუნდის დანარჩენ წევრთა წვლილი ასეთია: ძაგნიძე-4 ქულა (შვიდი პარტიიდან), ჯავახიშვილი-4 (7), მელია-4 (6), პაიკიძე-1,5 (5).

ქალებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს მიუახლოვდა და ტიტულის შესანარჩუნებლად ცოტაღა აკლია რუსეთის ნაკრებს, რომელმაც გუშინ ფრანგ მოჭადრაკეებს მოუგო (ნინო მაისურაძე ტატიანა კოსინცევას დაუზავდა). მეწინავეთა დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა:

პოლონეთი-ჩეხეთი 2,5:1,5, უკრაინა-უნგრეთი 3:1, სერბეთი-სომხეთი 1,5:2,5, სლოვენია-რუმინეთი 1:3, გერმანია-ხორვატია 2,5:1,5. რვა ტურის შემდეგ მედლების მოპოვების შანსი, ფაქტობრივად, ექვს გუნდს შერჩა: რუსეთს-15 (22,5), პოლონეთს-13 (21), უკრაინას-12 (20,5), საქართველოს-12 (20), საფრანგეთს-10 (18), სომხეთს-10 (17).

ვაჟთა ტურნირში საქართველოს ნაკრები გუშინ ავსტრიელებს დაუპირისპირდა. მეტოქეები ოთხივე დაფაზე დაზავდნენ (2:2): ბაადურ ჯობავა - მარკუს რაგერი, ლევან ფანცულაია - სტეფან კინდერმანი, მერაბ გაგუნაშვილი - დავით შენგელია, დავით ზარქუა - რობერტ კრისლი.

მე-8 ტურში ერთგვარად მოულოდნელი იყო ევროპის ჩემპიონ აზერბაიჯანელთა მარცხი გერმანელებთან 1,5:2,5. ეს წაგება ჩვენს მეზობლებს, შესაძლოა, ტიტულის დაკარგვადაც დაუჯდეთ.

გათამაშების ცხრილის პირველ საფეხურზე გადაინაცვლა სომხეთის ნაკრებმა, რომელმაც ჰოლანდიას აჯობა 3:1, რუმინელებმა და უნგრელებმა მშვიდობიან ზავს მოაწერეს ხელი 2:2. ბულგარეთი-იტალია 2,5:1,5, რუსეთი-საფრანგეთი 2,5:1,5, ჩეხეთი-სერბეთი 2,5:1,5, პოლონეთი-საბერძნეთი 2:2 შეჯიბრების დამთავრებამდე ტურით ადრე: სომხეთი-13 (21), გერმანია- (20), აზერბაიჯანი-12 (20),ბულგარეთი-12 (18,5), უნგრეთი-11 (19), რუმინეთი-11 (19), რუსეთი-11 (18,5). საქართველო 8 (19) ქულით მეთვრამეტეა.

დღეს ბოლო ტურში ლიდერები ასე დაწყვილდნენ: ქალები. რუსეთი-ავსტრია, სომხეთი-პოლონეთი, საფრანგეთი-უკრაინა, რუმინეთი-საქართველო, ისრაელი-გერმანია, ჩეხეთი-ბულგარეთი. ვაჟები. გერმანია-სომხეთი, აზერბაიჯანი-რუმენითი, უნგრეთი-ბულგარეთი, სლოვენია-რუსეთი, ჰოლანდია-ჩეხეთი... საქართველო-შვედეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...