საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ამას წინათ თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ამას წინათ თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა.

საჭირო გახდა რიგგარეშე საარჩევნო ყრილობის მოწვევა, რომელიც გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

არჩევნებში, რომელსაც სპორტის მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილიც ესწრებოდნენ, 16-მა დელეგატმა პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატ გიორგი გოდაბრელიძეს ერთხმად დაუჭირა მხარი.

ყრილობაზე სამი ვიცე-პრეზიდენტიც აირჩიეს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვახტანგ მეიფარიანი, სახელბურთო გუნდ "ბათუმიდან" გიორგი კირთაძე და აგრარული უნივერსიტეტიდან ირაკლი კენჭაძე. ერთი წლის შემდეგ ფედერაცია საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ფედერაციისა და აღმასკომის წევრებს ხელახლა აირჩევს.

ქართველ ხელბურთელთა ახალმა თავკაცმა დელეგატებსა და სპორტის მესვეურებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. აღნიშნა, რომ ორგანიზაციის პრიორიტეტი ბავშვთა ხელბურთი იქნება, აქედანვე მოემზადებიან 2012 წლის პლაჟის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატის ბათუმში სამასპინძლოდ. ითქვა ისიც, რომ გამორიცხული არ არის, 2013 წელს საქართველოში ხელბურთელთა მსოფლიოს ან ევროპის უნივერსიადა გაიმართოს, ხელს შეუწყობენ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას ტელევიზიის მეშვეობით.

დავით ნამგალაური: "ქართულ ხელბურთს სასახელო ტრადიციები გააჩნია და მათი აღორძინება აუცილებელია. სპორტის სამინისტრომ პრიორიტეტად სათამაშო სახეობების განვითარება დაისახა. ახლა ხელბურთის ჯერი დადგა. გიორგი გოდაბრელიძე ნიჭიერი, საქმის მცოდნე პიროვნებაა და გვწამს, რომ ხელბურთში არსებული პრობლემების დაძლევას შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში ხელბურთიცაა შეტანილი. ამ კომპლექსურ ღონისძიებას, მოგეხსენებათ, თბილისი უმასპინძლებს. მეტოქეებს კონკურენტუნარიანი გუნდით უნდა დავხვდეთ, საამისოდ კი აქედანვე უნდა მოვემზადოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა