საქართველოს ველოსპორტის ფედერაციამ ამ დღეებში სამთო ველოსპორტში ორ ასაკობრივ ჯგუფში სეზონის ბოლო ტურნირი ჩაატარა
საქართველოს ველოსპორტის ფედერაციამ ამ დღეებში სეზონის ბოლო ასპარეზობა ჩაატარა - თბილისის, აჭარისა და რუსთავის სპორტსმენთა მონაწილეობით. სამთო ველოსპორტში ორ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ უძლიერესები.

სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრებები ტარდება არასტანდარტულ გზებსა და სამთო ბილიკებზე, სადაც მრბოლებს უხდებათ ბუნებრივი დაბრკოლებების დაძლევა.

ჭაბუკებისთვის საასპარეზოდ დიდი დიღომი შეირჩა. აქ საპატიო კვარცხლბეკის სამივე საფეხურზე თბილისელები ვიხილეთ. პირველობა წილად ხვდა დიმიტრი ხოსიაურს, მეორე იყო ნიკა გოგიშვილი, მესამე - დავით ორგველაძე.

უფროსი ასაკის მრბოლებისთვის რთული რელიეფი კუს ტბის მიდამოებში გამოინახა. აქ ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები ჩაებნენ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. პირველი წრის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდო საქართველოს შარშანდელმა ჩემპიონმა ბესიკ გავაშელმა და საქართველოს ჩემპიონმა საგზატკეცილო ველოსპორტში გიორგი ნადირაძემ.

დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა ბესიკ გავაშელმა და ამ დისციპლინაში იგი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მეორე ადგილი წილად ხვდა გიორგი ნადირაძეს, მესამე - დიმიტრი ხოსიაურს.

ფოტოზე მარცხნიდან: გიორგი ნადირაძე, ბესიკ გავაშელი, დიმიტრი ხოსიაური.

გიორგი ბაბუხადია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"