„ლივერპულის“ მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა მერსისაიდელ გულშემატკივარს მოუწოდა, არ დაესწროს „ქარლინგის თასზე“ „ჩელსისთან“ შეხვედრას
უცნაური რამ განაცხადა „ლივერპულის“ მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა. მან მერსისაიდელ გულშემატკივარს მოუწოდა არ დაესწროს „ქარლინგის თასზე“ „ჩელსისთან“ შეხვედრას.

თურმე, გადატვირთული კალენდრით გაბრაზებულ დალგლიშს გადაუწყვეტია 29 ნოემბერს დანიშნულ შეხვედრაში ახალგაზრდები ათამაშოს. საქმე ის არის, რომ 27 ნოემბერს, კვირას, „წითლები“ პრემიერლიგაში „მანჩესტერ სიტის“ მასპინძლობენ და ასეთი მნიშვნელოვანი მატჩიდან ორ დღეში „ჩელსისთან“ ბრძოლა შოტლანდიელს მეტისმეტი ეჩვენა. დალგლიშმა თქვა:

„დღევანდელი დატვირთვების პირობებში კვირას კაცი პრემიერლიგის მატჩით დატვირთო, 48 საათის შემდეგ კი ლონდონში, თასზე სათამაშოდ გაუშვა, უპატივცემულობაა. თუ ფეხბურთის ლიგას საკუთარი შეჯიბრების გაუფასურება აქვს გადაწყვეტილი, დაე ასე იყოს. არადა, ხომ ვიცი, ეს მატჩი ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოსაცდელად რომ გამოვიყენო, ნაწყენები დარჩებიან. ჩვენს გულშემატკივარს ასე ვეტყვი: სანამ ამ შეხვედრის ბილეთს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით. ნამდვილად არ მინდა ხალხს ფული დავახარჯვინო, ტრიბუნაზე დამსხდრებმა კი, აღმოაჩინონ, რომ მათი საყვარელი გუნდი ამ დღეს ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს.

გასაგებია, რომ ოთხშაბათს, ლონდონში, „ტოტენჰემი“ სალონიკის „პაოკს“ მასპინძლობს და ქალაქის პოლიციას ერთ დღეში ორი დაძაბული საფეხბურთო მატჩის მომსახურება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მაგრამ გამოსავლის მოძებნა აშკარად ორგანიზატორთა პრობლემაა. მათ ისეთი რამ უნდა მოიფიქრონ, რომ ფეხბურთელების ინტერესები და შესაძლებლობებიც, რომ გაითვალისწინონ.

ჩვენნაირ დღეშია „მანჩესტერ სიტიც“. მას ამ დღეს ლონდონშივე, „არსენალთან“ აქვს ძნელი შეხვედრა. ერთი სიტყვით, ორგანიზატორების წინაშეა კლუბები, რომლებიც წლების განმავლობაში მათი შეჯიბრების მიმართ პატივისცემას ამჟღავნებდნენ და კარგი იქნება თუ ახლა ამას დაუფასებენ. ამასთან, ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობენ შექმნილ სიტუაციაზე სპონსორები. ხომ არ მიაჩნიათ, რომ ასეთი მოპყრობით მათი დაფინანსებული შეჯიბრების პრესტიჟი ილახება?

საერთოდაც, თასის მეოთხედფინალური ეტაპის ევროლიგის კვირაში დანიშვნა საკუთარი შეჯიბრების შეურაცხყოფა მგონია. როგორც ჩვენ, ასევე „სიტი“ კმაყოფილი დავრჩებოდით პრემიერლიგის თამაშები კვირიდან შაბათისთვის რომ გადაეწიათ, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს - სატელევიზიო გრაფიკის შეცვლა შეუძლებელიაო“.

დალგლიშის პოზიციას კომენტარით უპასუხა ფეხბურთის ლიგის პრეს-მდივანმა: „დიდი მცდელობის მიუხედავად, ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვნეთ“.

ამასობაში კი „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტანმა, 33 წლის ჯეიმი კარაგერმა მყესის ტრავმა მოიშუშა და შემდეგი კვირიდან ვარჯიშს უბრუნდება. კარაგერმა ტრავმის გამო ორი შეხვედრა გამოსტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა