ნუთუ ჰოლანდიელს გამოჯანმრთელება აღარ უწერია?
ხუთშაბათს ყველაფერი კარგად იყო: „ჰოლანდიელმა პაციენტმა“ არიენ რობენმა მიუნხენის „ბაიერნში“ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და რეკორდმაისტერის ქომაგებსაც იმედი გაუჩნდათ, რომ 27 წლის გარემარბი ბუნდესლიგის მომდევნო ტურში მოედანზე გასვლას მოახერხებდა, მაგრამ...

გუშინ რობენმა ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო და გუნდს ნაადრევად გამოაკლდა - ჰოლანდიელმა ხუთი კვირის წინ ნაოპერაციებ და მოშუშებულ მუხლში ისევ ტკივილები იგრძნო.

შეგახსენებთ, რომ არიენმა ამ სეზონში მხოლოდ ექვს ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი მოედანზე 1 ოქტომბერს, „ჰოფენჰაიმთან“ (0:0) ვიხილეთ.

შესაბამისად, შანსი იმისა, რომ რობენმა გერმანიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ითამაშოს, ძალიან მცირეა. არადა, 19 ნოემბერს „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის - მიუნხენელები პრინციპულ მეტოქეს, დორტმუნდის „ბორუსიას“ მასპინძლობენ. არადა, ოთხშაბათს „ბაიერნის“ სამედიცინო შტაბმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ დორტმუნდთან რობენის თამაშის შანსი დღითიდღე იზრდებოდა.

გამორიცხული არაა, რომ რობენმა წელს საერთოდ ვეღარ ითამაშოს და რეკორდმაისტერს ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში ვერ დაეხმაროს, როგორებიცაა „დორტმუნდთან“, „ვილიარეალთან“, „ვერდერთან“ და „კიოლნთან“ საშინაო და მაინცთან, „მანჩესტერ სიტისთან“, „შტუტგარტთან“ და „ბოხუმთან“ (გერმანიის თასზე) გასვლითი მატჩები.

ტიმოშჩუკი: დარჩენა მინდა, მაგრამ...

ამასობაში, ბავარიული გრანდის უკრაინელმა ნახევარმცველმა ანატოლი ტიმოშჩუკმა განაცხადა, რომ „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტს სიამოვნებით გააფორმებს, ოღონდ ამისათვის გარკვეული რაოდენობის მატჩებში მონაწილეობის მიღების გარანტია უნდა მიიღოს, რადგან სათამაშო პრაქტიკა მისთვის ყველაფერზე მაღლა დგას.

32 წლის უკრაინელი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას არ ითხოვს, მაგრამ უნდა, რომ მის კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ვალდებული იქნება, რამდენიმე მატჩში აუცილებლად ათამაშოს.

აღსანიშნავია, რომ ტიმოშჩუკს მიმდინარე სეზონში 15 ოფიციალურ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რის გამოც დღესდღეობით ბავარიაში თავს კარგად გრძნობს. მისი თქმით, ეს ჰაინკესის დამსახურებაა, რომელიც მას ხშირად ენდობა.

„ლუის ვან გაალის დროს ყველაფერი სხვანაირად, ძალიან ცუდად იყო. წარმოიდგინეთ, პირველივე ვარჯიშზე ჰოლანდიელი მწვრთნელი ჩემთან მოვიდა და მითხრა, შენ ამ გუნდში მე არ მომიყვანიხარ და მინდა აქედანვე იცოდე, რომ შენნაირი ფეხბურთელი არ მჭირდებაო. ეს მითხრა იმ დროს, როცა მის ხელში ერთხელაც არ მქონდა ნავარჯიშები. პირდაპირ ვამბობ, მის დროს ძალიან მიჭირდა და აქედან წასვლაზე ვფიქრობდი. ახლა კი მიხარია, რომ ვან გაალი წავიდა, მე კი ისევ აქ ვარ,“ - აცხადებს უკრაინელი „შპორტ აინსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, კარიერის დამთავრებას ჯერ არ ვაპირებ, ფეხბურთს კიდევ 4-5 წელი ვითამაშებო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს