საქართველოს გუნდმა ვილნიუსში დაწყებულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლა წარმატებით დაიწყო
ვილნიუსში დაწყებულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებული სტარტი აიღო საქართველოს გუნდმა - ვაჟებში ავთანდილ ცინცაძე (52) ჩემპიონი გახდა, ქალებში კი ნინო ოძელაშვილი (72), რომელიც ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია - მესამეზე გავიდა.

28 წლის ავთანდილ ცინცაძე გუნდის ყველაზე ხანდაზმული და, შესაბამისად, გამოცდილი წევრია. მისი გამარჯვება ცოტა მოულოდნელია, რადგან ბევრი დაიკლო - ადრე 57 კილოგრამში გამოდიოდა, თუმცა არცთუ იშვიათად 62-შიც ჭიდაობდა. წონის შეცვლის საჭიროების წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა უშანგი კუზანაშვილმა 52-დან 57-ში გადაინაცვლა.

ცინცაძემ ამ შეჯიბრებისთვის 8 კილოგრამზე მეტი დაიკლო, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ეს ფრიად მოუხდა. ლევან ნახუცრიშვილი (68) და ლაშა გურული (90) უმედლოდ დარჩნენ.

ტურნირი ფრიად წარმომადგენლობითია - 65 ქვეყნის 450 ათლეტი გამოდის, ხოლო პირდაპირი რეპორტაჟი მსოფლიოს სამ კონტინენტზე გადაიცემა. ცხადია, სამოყვარულო სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ვასილი შესტაკოვი ასეთი შთამბეჭდავი ციფრებით ფრიად კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს სამბოსადმი ინტერესისა და გეოგრაფიის გაზრდას. მონაწილეთა ასეთი რაოდენობა განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო წლების კლების ტენდენციის ფონზე. მსოფლიოს ჩემპიონატში პირველად გამოდიან თურქეთის, არგენტინის, ჩილეს, მექსიკის, ნეპალის, ერაყის, მავრიტანიის და სენეგალის გუნდები.

სავიზო პრობლემების გამო ვილნიუსში ვერ ჩავიდნენ ავღანეთისა და იემენის ნაკრებები, ხოლო სირიელები მათ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა შეაფერხა. შესტაკოვი გეოგრაფიის ასეთ გაფართოებას სამბოს მესვეურთა მიერ აღებულ სწორ გეზს უკავშირებს.

ლიტვა პირველად მასპინძლობს ამ რანგის ტურნირს სამბოში, საორგანიზაციო კომიტეტს კი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას პალაიტისი ხელმძღვანელობს. მას მთავარ მონაპოვრად ის მიაჩნია, რომ ლიტვას ასეთი შეჯიბრების ჩატარება ანდეს, რასაც იქაური სამბოს ფედერაციის თავკაცი ედუარდას რუდასიც ეთანხმება.

"ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მოსახლეობა სულ 3 მილიონია, სამბოში კი დაახლოებით 1000-მდე კაცი ვარჯიშობს" - აღნიშნა რუდასმა. მისი თქმით, თუნდაც 1 ოქრო მათთვის დიდი წარმატება იქნება, ისე კი 3-4 მედალს გეგმავენ. იქაურთა მთავარი იმედი საბრძოლო სამბოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სერგეი გრეჩიხი (68) ყოფილა. რუდასის თქმით, ამ ტურნირის შემდეგ ლიტვაში სამბოსადმი ინტერესი გაათმაგდება.

დღეს ვილნიუსის "სიმენს არენაზე" ვაჟებიდან კუზანაშვილი, კახა მამულაშვილი (74) და ლომერ ჟორჟოლიანი (100) იჭიდავებენ, ქალებიდან - შორენა შარაძე (64) და ირინა ლეონიძე (80). ხვალ ლეიბზე დავით სვიმონიშვილი (62), ნიკოლოზ კუცია (82) და დავით ლორიაშვილი (+100) გავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?