ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ევრო 2012: ხორვატია და ირლანდია თითქმის იქ არიან

ევრო 2012: ხორვატია და ირლანდია თითქმის იქ არიან

ხორვატებმა და ირლანდიელებმა საქმის 99% გააკეთეს, ჩეხები მიზანს მიუახლოვდნენ, უკმაყოფილო არც პორტუგალიის ნაკრებია
წუხელ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის პირველი მატჩები ისე დასრულდა, სამი დღე დალოდება არც არის საჭირო, რომ ვთქვათ - დიდი ალბათობით პოლონეთ-უკრაინაში ხორვატიისა და ირლანდიის ნაკრებებს ვიხილავთ. ამ გუნდებმა გუშინ საქმის 99% გააკეთეს.

ჩვენმა ყოფილმა მეტოქე ხორვატიამ, რომელსაც საქართველოსთან მარცხმა (საბოლოოდ ასე გამოვიდა) გაურთულა გზა ევროპირველობისკენ, სტამბოლში დიდი ანგარიშით გაანადგურა თურქეთი - 3:0.

ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა ესტონეთში მოიგო 4:0 პირველი ტაიმის შუაწელიდან 10 კაცით, ხოლო მეორე ტაიმის შუიდან 9 კაცით მოთამაშე მასპინძლებთან. დუბლი შეასრულა ვეტერანმა რობი კინმა. აბა, რა უნდა მოხდეს საპასუხო მატჩებში ისეთი, რომ ფავორიტები გარეთ დარჩნენ - ფეხბურთში ასეთები მილიონში ერთხელ ხდება.

ოპტიმისტურად არიან განწყობილი ჩეხებიც და ამის მიზეზიც აქვთ, დაცვითი ფეხბურთით განთქმულ ჩერნოგორიას 2:0 მოუგეს. ცხვირგატეხილმა პეტრ ჩეხმა ნაკრების დაღალატება გულშიც კი არ გაივლო და მაინც ითამაშა და კარი მშრალადაც შეინახა.

ქალაქ ზენიცაში ბოსნიამ და პორტუგალიამ ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს. ბუნებრივია, საპასუხო მატჩის წინ პორტუგალია აშკარა ფავორიტია, თუმცა 15 ნოემბერს გასამართი შეხვედრებიდან ყველაზე მეტი ინტრიგა, რომ პორტუგალია-ბოსნიას ექნება, თქმა არ უნდა.

ევრო 2012. პლეი ოფი. I მატჩები

ბოსნია-პორტუგალია 0:0

ბოსნია (4-2-3-1): ბეგოვიჩი - ზაჰიროვიჩი, სპაჰიჩი, იაჰიჩი, სალიჰოვიჩი (67. იბიშევიჩი) - რაჰიმიჩი, მედუნიანინი (67. მალეტიჩი) - პიანიჩი, მიშიმოვიჩი (86. იბრიჩიჩი), ლულიჩი - ჯეკო.

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო - ჟ. პერეირა, ბრუნო ალვეში, პეპე, რ. კოშტა - მეირელეში (81. რუბენ მიკაელი), ველოზო, მოუტინიო - ნანი, პოშტიგა (65. ალმეიდა), რონალდო.

გაფრთხილება: სალიჰოვიჩი, იაჰიჩი - პოშტიგა

კუთხური: 4-9; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 4-12 (1-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 15 600

თურქეთი-ხორვატია 0:3

თურქეთი (4-5-1): ვოლკანი - გონული (46. ტორე), კაჩარი, კორკმაზი, ჰაკან ბალთა - ჰამით ალთინტოპი, სარიოგლუ, ინანი (69. თოპალი), ემრე, არდა თურანი - ბურაკი (81. ბულუთი).

ხორვატია (4-4-2): პლეტიკოშა - ჩორლუკა, შიმუნიჩი, შილდენფელდი, ვიდა- სრნა, დუიმოვიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი (83. პრანიჩი) - მანჯუკიჩი (90. ედუარდო), ოლიჩი (85. იელავიჩი).

გოლები: 0:1 ოლიჩი (2), 0:2 მანჯუკიჩი (32), 0:3 ჩორლუკა (51)

გაფრთხილება: ბალთა, ემრე, სარიოგლუ, თურანი - ჩორლუკა, დუიმოვიჩი, ოლიჩი

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 25-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 3-12 (1-8); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 50 000

ჩეხეთი-ჩერნოგორია 2:0

ჩეხეთი (4-2-3-1): ჩეხი - სელასიე, შივოკი, კადლეცი, პუდილი - ჟირაჩეკი, პლაშილი - რეჟეკი (81. პოშპეხი), როსიცკი, პილარი (90. კოლარი) - პეხარტი (90. ლაფატა).

ჩერნოგორია (4-3-3): მ. ბოჟოვიჩი - პავიჩევიჩი, ძუდოვიჩი, იოვანოვიჩი, სავიჩი - ვუკჩევიჩი (89. დელიბაშიჩი), პეკოვიჩი (80. ზვეროტიჩი), დრინჩიჩი - იოვეტიჩი, ვუჩინიჩი, დამიანოვიჩი (61. ვ. ბოჟოვიჩი).

გოლები: 1:0 პილარი (63), 2:0 შივოკი (90)

გაფრთხილება: პილარი, რეჟეკი - პავიჩევიჩი, ძუდოვიჩი, იოვანოვიჩი, პეკოვიჩი

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 20-27; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-7 (5-3); ბურთის ფლობა: 52%-28%.

მაყურებელი: 20 000

ესტონეთი-ირლანდია 0:4

ესტონეთი (4-4-1-1): პარეიკო - იააგერი, პიროია, სტეპანოვი, კლავანი - კინკი (68. პურიე), დმიტრიევი, ვუნკი (61. ლინდპერე), კრუგლოვი - ვასილიევი - აჰიუპერა (55. ვოსკობოინიკოვი).

ირლანდია (4-4-2): გივენი - კელი, დანი, სენტ ლედჯერი, უორდი - მაკგიდი, უელანი (78. ფეჰეი), ენდრიუზი, დაფი (73. ჰანტი) - კინი, უოლტერსი (83. კოქსი).

გოლები: 0:1 ენდრიუზი (13), 0:2 უოლტერსი (67), 0:3 კინი (71), 0:4 კინი (88)

გაფრთხილება: სტეპანოვი, აჰიუპერა, პიროია, პარეიკო

გაძევება: სტეპანოვი (34), პიროია (77)

კუთხური: 4-1; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-16 (3-10); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 9 500

საპასუხო მატჩები 15 ნოემბერს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება