ბერძნულ პორტო კარასში გამართული მოჭადრაკეთა გუნდური ჩემპიონატი ჩვენმა მანდილოსნებმა მესამე ადგილით დაასრულეს
ბერძნულ პორტო კარასში გუშინ დამთავრდა მოჭადრაკეთა გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც 28 ქალთა და 38 ვაჟთა ნაკრები მონაწილეობდა.

ბოლო ტურის წინ ქართველი დიდოსტატი მანდილოსნები საპრიზო სამეულში გასვლის შანსს ინარჩუნებდნენ და შეძლეს კიდეც, ოღონდ, გულსატკენი ის არის, რომ ვერცხლის მედლამდე ნახევარი ქულა არ ეყოთ - პოლონელებმა გაუსწრეს, არადა, პირად შეხვედრაში ჩვენებმა პოლონეთის გუნდი დაამარცხეს.

გუშინ რუმინელებთან პაექრობისას ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით 72-ე სვლაზე ქრისტინა-ადელა ფოიშორი დაამარცხა, სალომე მელიამ კი 62-ე სვლაზე დააყრევინა ფარ-ხმალი კარმენ ვოიცუ იაგოდინსკის. ლელა ჯავახიშვილი ელენა-ლუმინიტა კოსმასთან პაექრობისას კარგა ხანს ფლობდა მიტელშპილში ერთგვარ პოზიციურ უპირატესობას, მაგრამ მისი რეალიზაცია ვერ შეძლო და მეტოქეს დაუზავდა. მესამე დაფაზე მოთამაშე ნინო ხურციძემ, როგორც წინა ნომერში გაუწყეთ, შვიდი ტური შესანიშნავად განვლო - 6,5 ქულა მოაგროვა, გუშინ ირინა ბულმაგასთან შავი ფიგურებით ორთაბრძოლა დებიუტიდანვე ვერ ააწყო, 22-ე სვლისთვის კი კარპატელმა საგრძნობი უპირატესობა მიიღო და 65-ე სვლაზე ქართველ დიდოსტატს პირველი მარცხი აგემა. საბოლოოდ ჩვენებმა მატჩი 2,5:1,5 მოიგეს.

ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა რუსეთის ქალთა ნაკრებმა (ნადეჟდა კოსინცევა, ნატალია კოსინცევა, ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა, ნატალია პოგონინა), რომელმაც ბოლო ტურში ავსტრიას 3:1 მოუგო და 17 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. პოლონელები სომხებს დაუზავდნენ (2:2) და 14 ქულით ვერცხლის მედლები მოიპოვეს - ჩვენებურებს მოჭადრაკეთა საერთო მონაგრით გაუსწრეს.

ბოლო ტურის სენსაცია, ალბათ, ფრანგთა საშუალო დონის გუნდის მიერ უკრაინელთა დამარცხება (1:3) იყო. ამ წარმატებაში თავისი წვლილი საფრანგეთში გათხოვილმა ქართველმა დიდოსტატმა ნინო მაისურაძემაც შეიტანა - იგი შავი ფიგურებით ანა უშენინას შეუთანხმდა ყაიმზე, არადა, ბოლო სამ სვლაში გაუშვა მოგება ხელიდან.

საბოლოოდ, პირველი-მეხუთე ადგილები ასე განაწილდა: რუსეთი - 17 (საერთო მონაგარი 25,5), პოლონეთი - 14 (23), საქართველო - 14 (22,5), უკრაინა - 12 (21,5), საფრანგეთი - 12 (21).

ვაჟთა ტურნირის ბოლო შეხვედრაში ქართველებმა შვედები 3:1 დაამარცხეს (ბაადურ ჯობავა-ჰანს ტიკანენი 1:0, ლევან ფანცულაია-ნილს გრანდელიუსი 1:0, მიხეილ მჭედლიშვილი-პონტუს კარლსონი 0,5:0,5, დავით ზარქუა-დანიელ სემკესენი 0,5:0,5). ჩვენმა გუნდმა 10 ქულა (22) მოაგროვა და მე-13 ადგილზე გავიდა.

ჩემპიონობა კი 15 (22,5) ქულით გერმანელებმა (არკადი ნაიდიჩი, გეორგ მაიერი, დანიელ ფრიდმანი, იან გუსტაფსონი) მოიპოვეს, რომლებმაც სომხებს 2,5:1,5 აჯობეს. 14 ქულით (23) რუმინელთა მძლეველი (3:21) აწ უკვე ევროპის ყოფილი ჩემპიონი აზერბაიჯანელები მეორეზე გავიდნენ.

13-13 ქულით მესამე-მეხუთე ადგილები, შესაბამისად, უნგრელებმა (23), სომხებმა (22,5) და რუსებმა გაინაწილეს (21,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ