დღეს, სამოას დედაქალაქ აპიაში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასი დაიწყება, სადაც ორი ჩვენებური იასპარეზებს
დღეს, სულ რამდენიმე საათში სამოას დედაქალაქ აპიაში, რაც იქაური დროით, ანუ 14-საათიანი განსხვავების გამო მათთვის პარასკევია, ძიუდოისტთა მსოფლიოს თასი დაიწყება. იქ ორი ჩვენებური გამოვა - ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ჩვენი ნაკრების მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი კი საწვრთნელი კემპის ჩასატარებლადაა მიწვეული.

შემადგენლობით საკმაოდ სუსტი ტურნირია, თუმცა ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენებურთა წარმატების შანსებს. შეჯიბრება სალიცენზიო სტატუსისაა და ქულები განსაკუთრებით ტატალაშვილს სჭირდება, თორემ ჭრიკიშვილი რეიტინგში ისედაც შედის სალიცენზიო 22-კაციან სიაში. ცხადია, ქულათა მარაგის შევსება არც მას აწყენს, რაც ოლიმპიადისთვის მშვიდად მომზადების საშუალებას მისცემს.

ხვალ ზედა ოთხი წონის ფალავნები იჭიდავებენ. ჭრიკიშვილის პირველი მეტოქე ავსტრალიელი კაი ტროტერია, ამ ჯგუფის მესამე მონაწილე კი ტურქი აჰმეტ სარია. ვფიქრობ, ჭრიკიშვილს მათი დამარცხება და ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, იქ კი მეორე ჯგუფიდან ყველაზე რეალური მეტოქე სლოვენიელი ევროპის პრიზიორი ალიაზ სედეი გვგონია. ამ დუეტის გარდა, გამარჯვების ყველაზე რეალური კანდიდატი... ქვედა წონიდან ამონაცვლებული ჩინელი სი რიგიჯავაა, რადგან მონაწილეთა უმრავლესობას კანადის ნაკლებადცნობილი მოჭიდავეები, ავსტრალიისა და პოლინეზიის კუნძულთა წარმომადგენლები შეადგენენ.

ტატალაშვილიც საკმაოდ სუსტ ჯგუფშია - პირველ შეხვედრას ისიც ავსტრალიელთან გამართავს, დარენ როჯერსთან, ჯგუფში კი ჩინელი ვეი ლიუ და პაპუა ახალ გვინეელი კინსლეი ვუი ჰყავს.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ სამოას შემდეგ ჩვენი გუნდი ამსტერდამის "დიდ პრიზზე" გამოვა, სადაც სხვებიც იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე