ჩვენებურმა სამოას დედაქალაქ აპიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მესამე ადგილზე დაასრულა გამოსვლა სამოაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე.

ჩვენებურმა პირველ წრეში ავსტრალიელ კაი ტროტერს წმინდად მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ასევე სუფთად წააგო თურქ აჰმეტ სარისთან. სარი არც ისე ძლიერი ფალავანია, ქართველი ქომაგი კი თბილისის წლევანდელი მსოფლიოას თასიდან იცნობს - ნახევარფინალში დავით კარბელაშვილთან დამარცხდა და მერე ბრინჯაო მოიპოვა.

ჭრიკიშვილმა სანუგეშო წრეში ბრიტანელი ტომას დევისიც დიდი უპირატესობით დაამარცხა, დამამშვიდებლის ფინალში კი ჩინელმა სი რიჯიგავამ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და ჩვენებურმა მხოლოდ იუკოთი მოიგო. ამ მედლით ჭრიკიშვილმა 40 ქულა შეიმატა და კვლავაც რჩება სალიცენზიო 22-კაციან ზონაში.

ცხადია, ასეთ სუსტ ტურნირში მისგან ბევრად მეტს ველოდით, მაგრამ ის არ იყო ფორმაში - მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, პრაქტიკულად, არც უვარჯიშია - ჯერ დასვენება-ფედერაცია-მწვრთნელთან ურთიერთობის გარკვევის ეტაპი იყო, მერე კი გლანდების ოპერაცია გაიკეთა. იმედია, ეს შეუფერებელი შედეგიც ამიტომ მივიღეთ და უფრო სერიოზული მიზეზი არ აქვს.

დღეს აპიაში კიდევ ერთი ქართველი იჭიდავებს - ნუგზარ ტატალაშვილი (73), რომელიც თავიდან ავსტრალიელ დარენ როჯერსს შეხვდება. მის ჯგუფში არიან ჩინელი ვეი ლიუ და პაპაუ ახალ გვინეელი კინსლეი ვუი, თუმცა არც მთლიანად წონაშია ვინმე იმდენად ძლიერი, ქართველ ფალავანს წარმატების მოპოვებასა და ჩემპიონისთვის განკუთვნილი 100 სალიცენზიო ქულის მოპოვებაში ხელი შეუშალოს. მთავარია, თვითონ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ტატალაშვილი თბილისის დროით ხვალ გამთენიისას იჭიდავებს.

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო