ინტერტვიუში გურამ ასპინძელაშვილმა უცხოეთში ჩატარებული სემინარები შეაფასა და საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
გუშინ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი, ჰოლანდიიდან დაბრუნდა, სადაც უეფას სტანდარტების შესაბამისი, მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიარა. ბატონ გურამმა, ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური საიტისთვის ინტერვიუში უცხოეთში ჩატარებული სემინარები შეაფასა და საკუთარი შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

- ბატონო გურამ, ახლახანს დაბრუნდით ჰოლანდიიდან, სადაც სხვა ქართველ მწვრთნელებთან ერთად უეფას მიერ მოწყობილ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მიიღეთ მონაწილეობა, ჩვენი მიზანია, გავიგოთ თუ როგორ ჩაიარა სწავლებამ.

- იქაური სემინარები ძირითადად მწვრთნელთა განვითარებას ეძღვნებოდა. ქართველი მწვრთნელები ამსტერდამის ტექნიკური მომზადების ცენტრში ვცხოვრობდით და ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქებში გვქონდა სასწავლო დანიშნულების გასვლები. ჩვენთან ერთად ცნობილი ფეხბურთელებიც გადიოდნენ მწვრთნელთა ლიცენზირების პროცესს. ამ სამდღიან მონაკვეთში სასარგებლო რჩევები მივიღეთ და კმაყოფილებიც დავრჩით.

- როგორი შინაარსის მეცადინეობები ჩაგიტარდათ?

- მეტი დრო ეთმობოდა თეორიული ხასიათის მეცადინეობებს. გარდა ამისა, დავესწარით, იქაურ მწვრთნელთა ხელმძღვანელობით ვარჯიშებს, რომლებსაც B კატეგორიის ლიცენზიები უნდა მიეღოთ, თან გვიხსნიდნენ თუ რა დროს რომელ სათამაშო კომპონენტზე მუშაობდნენ, რაც, თავისთავად, საინტერესო იყო.

- მწვრთნელთა ყოველდღიური განაწესი რას მოიცავდა?

- დატვირთული განრიგი გვქონდა, ლექციები დილიდან იწყებოდა და საღამომდე გრძელდებოდა. დღეში ერთი პრაქტიკული გაკვეთილი იყო და რამდენიმე თეორიული ლექცია. ქართველებთან ერთად იყვნენ რუსეთის და ბულგარეთის წარმომადგენლებიც, ფაქტობრივად, ამ სამი ქვექყნის დელეგაცია ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით და ერთნაირი განრიგი გვქონდა.

- ლიცენზიის ასამაღლებლად კიდევ რა ეტაპებია საჭირო?

- დამრჩა მხოლოდ PRO-ლიცენზიის აღება. რაც მაქვს ამჟამად, A კატეგორიის ლიცენზია არის სამწლიანი, უნდა მოხდეს ამის განახლება და ჩვენი ჰოლანდიაში ვიზიტიც ამ მხრივაც საჭირო იყო, რათა ეს ე.წ. "რეფრეში" მოგვეხდინა. როგორც, საქართველოს ფედერაციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, დამდეგ ზაფხულს შეიძლება, საქართველოსაც მისცენ იმის ნებართვა, რომ PRO-ს მიღება ჩვენს ქვეყანაში შევძლოთ. ასევე, განახლებას საჭიროებს ეს კატეგორიაც გარკვეული დროის შემდეგ.

- გადავიდეთ, უშუალოდ, ჩვენი გუნდის თემებზეც. თქვენს არყოფნაში აქ ეროვნული თასის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რითაც "ტორპედო" "ზესტაფონს" დაუწყვილდა.

- ჩემთან ერთად ქართულ დელეგაციაში "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილიც იყო და როდესაც, კენჭისყრის შედეგები გავიგეთ, ვთქვით, რომ შედგებოდა მორიგი იმერული დერბი, რომელიც გულშემატკივრებს გაანებივრებდა და ყველას დააინტერესებდა. ვფიქრობ, შანსები აბსოლუტურად თანაბარია ორივე გუნდისთვის.

- მიმდინარე საფეხბურთო უქმეებზე ამხანაგური მატჩის გამართვას ხომ არ გეგმავთ?

- დაგეგმილი გვქონდა "კოლხეთთან" ჩვენს ბაზაზე თამაში, მაგრამ იმის გამო, რომ ფოთელებს "ზესტაფონთან" გამოტოვებული მატჩი 15 ნოემბერს დაუნიშნეს, ეს ვარიანტი გამოირიცხა. პრობლემების გამო ამხანაგური მატჩის გამართვაზე არ დაგვთანხმდნენ სხვა უმაღლესლიგელი გუნდები. გვინდოდა, პირველი ლიგის გუნდებთანაც თამაში, თუმცა 13-14 ნოემბერს იქაც ტურის თამაშებია და აღარ გამოვიდა. ამიტომ გადავწვიტეთ, რომ ორმხრივი შეხვედრა ჩავატაროთ.

- ორკვირიანი საჩემპიონატო შესვენების შემდეგ 20 ნოემბრიდან ფეხბურთით გამოწვეული ერთკვირიანი დაძაბული დღეები გელით, ჯერ "დინამო", თასზე "ზესტაფონი" და ბოლოს, ასევე, მნიშვნელოვანი საშინაო მატჩი "მერანთან".

- ჩვენ ყველა მატჩისთვის თანაბრად ვემზადებით. მესმის, რომ შინაგანად "დინამოსთან" და "ზესტაფონთან" განსაკუთრებული დატვირთვის თამაშები იქნება, თუმცა ჩვენ(მწვრთნელები და ფეხბურთელები) მოედანზე ყოველთვის ერთი მიზნით გავალთ და ეს მიზანი წარმატებულ თამაშში მდგომარეობს. მივესალმები ჩვენი გუნდის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ "ზესტაფონთან" მატჩზე დასწრება უფასო იქნება, გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რაც შეეხება "მერანთან" მატჩს, ბოლოდროინდელი შედეგებით ეს გუნდი ყველასთვის სახიფათო მეტოქეა, მოდუნების საშუალება არ გვაქვს და ამ მატჩსაც ჩვეული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.

fctorpedo.ge

ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა