გია ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს მეკარეთა მომზადებაში გუნდის ახალი მწვრთნელი თამაზ ოდიკაძე წარუდგინა
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული მასშტაბის ტურნირების განახლებისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. ზეგ მარგველები უამინდობის გამო ფოთელებთან გადადებულ მატჩს ზუგდიდში გამართავენ.

დღეს, ვარჯიშის დაწყებამდე. გია ჭიაბრიშვილმა ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს მეკარეთა მომზადებაში გუნდის ახალი მწვრთნელი, ქართველი სპეციალისტი თამაზ ოდიკაძე წარუდგინა.

თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის 33 წლის კურსდამთავრებულს თავის პროფესიით საქმიანობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა - სხვადასხვა დროს თამაზ ოდიკაძე თბილისურ კლუბებში: "თბილისსა" და "ლოკომოტივში" მუშაობდა, შემდეგ კი პროფესიული კარიერა თბილისის "დინამოს " აკადემიის მეკარეთა მწვრთნელის პოზიციაზე გააგრძელა.

პროფესიული საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თამაზ ოდიკაძეს მრავალ კლუბში (თსუ, უზბეკეური "მეტალურგი", ხაშურის "ივერია", "მცხეთა-ურიონი") უასპარეზია. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა სპეციალისტისთვის საფეხბურთო ზესტაფონი სულაც არაა უცხო - მას ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში ზესტაფონის "მეტალურგში" აქვს გატარებული 2 სეზონი, ხოლო ფეხბურთელ თამაზ ოდიკაძის ბოლო კლუბი სწორედ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" გახლდათ.

იმხანად ახლადშექმნილი კლუბის ღირსება 2004-2005 წლების სეზონში გოლკიპერმა 4 საჩემპიონატო და 1 სათასო შევედრაში დაიცვა.

fczestafoni.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა