მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციამ (IAAF) 2011 წლის საუკეთესო მძლეოსნები დაასახელა
მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციამ (IAAF) 2011 წლის საუკეთესო მძლეოსნები დაასახელა. ამ სეზონის ლაურეატები გახდნენ იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი და ავსტრალიელი მორბენალი სალი პირსონი. დაჯილდოვების ცერემონია 12 ნოემბერს მონაკოში გაიმართა.

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბოლტმა მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატზე 100 მეტრის ფინალში ფალსტარტი გააკეთა და დისკვალიფიკაცია მიიღო. სამაგიეროდ, ორჯერ გრძელ დისტანციაზე პირველობა არავის დაუთმო, 4x100 მეტრზე ესტაფეტაში კი იამაიკის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა.

ბოლტი მესამედ გახდა IAAF-ის პრიზის მფლობელი, პირსონი კი პირველი ავსტრალიელია, ვინც ამგვარ აღიარებას მიაღწია.

პირსონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრზე თარჯრბენში გაიმარჯვა, თანაც ბოლო 19 წლის განმავლობაში საუკეთესო დრო დააფიქსირა.

ამასობაში, ბოლტმა გადაწყვიტა ლონდონის ოლიმპიადაზე ოთხი ოქროსთვის იბრძოლოს. იამაიკელი ტრადიციულად გამოვა 100 და 200 მეტრ დისტანციებზე, აგრეთვე 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. და ამას დაემატება 4x400 მეტრზე ესტაფეტა. ბოლტის თქმით, ის ამ დისციპლინაში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ იამაიკის ნაკრებს ოქროს მოპოვების შანსი ექნება.

"თუ მე შემეძლება გუნდისთვის დახმარება, მზად ვარ გავირბინო 400 მეტრი. ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები უკან დარჩა და უკვე შევუდექი სერიოზულ ვარჯიშებს", - ამბობს ბოლტი.

სეზონის ლაურეატების დაჯილდოვების გარდა, IAAF-მა მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქი გამოავლინა. ეს პატივი წილად ხვდა ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონს.

მისი კონკურენტი გახლდათ კატარის დედაქალაქი დოჰა, თუმცა ბრიტანული განაცხადი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მას მხარი დაუჭირა ასოციაციის საბჭოს 16-მა წევრმა, დოჰას - 10 წევრმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონი და დოჰა უახლოეს ათწლეულში ორ სხვა დიდ ტურნირს უმასპინძლებენ. ლონდონში გაიმართება 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადა, კატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში.

ასევე შეგახსენებთ, რომ მძლეოსნობაში მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატი მოსკოვში ჩატარდება, 2015 წლისა - პეკინში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს