დღეს უნდა გადაწყდეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2011-12 წლების სეზონის ბედი
დღეს უნდა გადაწყდეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2011-12 წლების სეზონის ბედი. ნიუ იორკში გაიმართება მოთამაშეთა პროფკავშირის სხდომა, სადაც კალათბურთელები იმსჯელებენ კლუბების მფლობელთა ბოლო შეთავაზების შესახებ და ერთიან პოზიციას შეიმუშავებენ.

შესაძლოა, გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღონ. ახალი კოლექტიური ხელშეკრულების ბოლო ვარიანტზე მოთამაშეთა უარი, სავარაუდოდ, სეზონის საბოლოოდ გაუქმებას გამოიწვევს, ხოლო მათი თანხმობის შემთხვევაში რეგულარული ჩემპიონატი 15 დეკემბერს დაიწყება და თითო გუნდი 72 მატჩს ჩაატარებს.

ამ უმნიშვნელოვანესი სხდომის წინ ამერიკულ პრესაში ბევრი დაიწერა ლოკაუტის დასრულების შანსებზე. მაგალითად, არაოფიციალური ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ პროფკავშირი არ ეთანხმება შემოთავაზებულ წინადადებას და დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩემპიონატი არ ჩატარდება.

იქვე ერთ-ერთმა აგენტმა განმარტა პროფკავშირების უკმაყოფილება კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტის გამო. მან ამ დოკუმენტს "დრაკონული" უწოდა და აღნიშნა, რომ ვერ წარმოუდგენია სცენარი, რომლითაც მოთამაშეთა პროფკავშირი ამ პირობებით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას დათანხმდება. წყაროს ცნობით, მფლობელთა წინადადებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც კლუბებს შეუძლიათ პირველი ხუთი სეზონის განმავლობაში კალათბურთელი ნებისმიერ მომენტში გაისტუმრონ D-ლიგაში, თანაც გადაუხადონ მას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასზე ექვსჯერ ნაკლები თანხა.

"დალასის" მცველმა ჯეისონ ტერიმ განაცხადა, რომ მოთამაშეებმა უკან არ უნდა დაიხიონ, თუნდაც ეს სეზონის დაკარგვის ფასად დაუჯდეთ.

"ჩვენ კალათბურთის თამაში გვინდა, მაგრამ ამასთან, მოთამაშეები არ უნდა დათანხმდნენ მათთვის მიუღებელ პირობებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ NBA-ში არსებობს კალათბურთელთა სამი ჯგუფი - უმაღლესი, საშუალო და დაბალი კლასი. ახლა, კლუბების მფლობელები ცდილობენ თავიდან მოიშორონ საშუალო კლასი. ჩვენ არ დავთანხმდებით არასასურველი პირობებით ხელშეკრულების გაფორმებას, თუნდაც ამან სეზონის გაუქმებამდე მიგვიყვანოს", - ამბობს გასული სეზონის საუკეთესო "მეექვსე მოთამაშე".

"მემფის გრიზლისის" მცველი ო ჯეი მაიო კი აცხადებს, რომ ზოგიერთ მოთამაშე მზად არის მიიღოს მფლობელთა ბოლო შეთავაზება, ოღონდ კი სეზონი დაკარგვა აიცილონ თავიდან.

"მფლობელთა ახალი წინადადება იდეალური არ არის და ბევრ პუნქტში ზღუდავს მოთამაშეთა უფლებებს. ვფიქრობ, პროფკავშირი უარს იტყვის მის გაფორმებაზე. თუმცა ლიგაში ბევრი ისეთი კალათბურთელია, რომლებიც იმდენად სასოწარკვეთილნი არიან, რომ ყველაფერზე მოაწერენ ხელს, ოღონდ კი სეზონი გადაარჩინონ. ვფიქრობ, სწორედ ამის იმედი აქვს მფლობელებს", - გვიზიარებს თავის აზრს ახალგაზრდა კალათბურთელი.

მაგრამ ვრცელდება ისეთი განცხადებებიც, რომელიც კალათბურთის მოყვარულებს იმედიანად განაწყობს. ჟურნალისტი შონ პაუელი იტყობინება, რომ მოთამაშეთა პროფკავშირი, სავარაუდოდ, დაეთანხმება კლუბების მფლობელთა ბოლო წინადადებას.

"ყველას ესმის, რომ მფლობელებმა ყველაზე მომგებიანი წინადადება გააკეთეს, - განუცხადა ინკოგნიტო წყარომ ჟურნალისტს. - თუ პროფკავშირი ხმების უმრავლესობით დაეთანხმება ამ წინადადებას, ოთხშაბათს ლოკაუტი დასრულებული იქნება".

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია იმაში მდგომარეობს, რომ, შესაძლოა, შეიცვალოს მოთამაშეთა პროფკავშირების ხელმძღვანელი. ამ ორგანიზაციის წამყვანი პოსტის დაკავებას აპირებს "დეტროიტ პისტონზის" ლეგენდარული კალათბურთელი აიზია ტომასი. შეგახსენებთ, რომ პროფკავშირებს 1996 წლიდან სათავეში უდგას ბილი ჰანტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა