აშშ-ში ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით სამხედრო ავიამზიდზე საკალათბურთო მატჩი გაიმართა, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დაესწრო
სანამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონის გადარჩენას ცდილობენ, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ერთმანეთს შეხვდნენ NCAA-ის საუკეთესო გუნდები - ჩრდილოეთ კაროლინა და მიჩიგანი. შეხვედრა კაროლინელთა გამარჯვებით დასრულდა - 67:55.

თამაში მიეძღვნა ვეტერანთა დღეს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულ დღესასწაულად ითვლება. საინტერესოა, რომ მატჩი არა რომელიმე გუნდის დარბაზში, არამედ სამხედრო ავიამზიდ "კარლ ვინსონზე" ჩატარდა. მოედანი პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე გამართეს, რომლის გარშემო ტრიბუნები იყო აგებული.

შეხვედრას 8 ათასი მაყურებელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მეჯიქ ჯონსონი, ვინს კარტერი, პამელა ანდერსონი...

ბარაკ ობამამ შემთხვევით ისარგებლა და იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ NBA-ში სეზონი, შესაძლოა, არ გაიმართოს.

"შეწუხებული ვარ იმის გამო, რომ NBA-ის სეზონს საფრთხე ემუქრება. მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კალათბურთი მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უყვარს, მათ შორის მეც და ყველანი მოუთმენლად ველოდებით მატჩებს მსოფლიოს საუკეთესო ლიგიდან.

ბოლო დროს გოლფმა გამიტაცა და დიდ დროს ვატარებ მოედანზე, მაგრამ კალათბურთს ჩემს გულში ყოველთვის პირველი ადგილი ექნება", - ამბობს ამერიკის პრეზიდენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"