მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უნიჭიერესი გარემარბის, მარკო როისის მსურველთა რაოდენობა იზრდება
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უნიჭიერესი გარემარბის, მარკო როისის მსურველთა რაოდენობა იზრდება. რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, რომ 22 წლის ნახევარმცველის შეძენა ლონდონის "არსენალს" უნდა, რაც გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ახლა კი, გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის გადაბირება "მანჩესტერ სიტიმაც" მოისურვა.

"მარკო როისს დიდი ხანია ვაკვირდებით. დასამალი არაფერია: მე ის ძალიან მომწონს, - აცხადებს "ბილდთან" საუბარში "სიტის" შეფ-სკაუტი მარკ რიჯი და იქვე დასძენს, - როისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელია."

მარკოს "გლადბახთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც როისს მიონხენგლადბახიდან წასვლა მანამდეც შეუძლია. კერძოდ, 2012 წლის ზაფხულში "გლადბახმა" თავისი "მარგალიტი" 18 მილიონ ევროდ უნდა დათმოს, 2013 წლის ზაფხულში 15 მილიონად, 2014 წლის ზაფხულში კი - 12 მილიონად. "სიტის" კი ფული არ უჭირს. შეგახსენებთ, რომ როისით მიუნხენიც "ბაიერნიცაა" დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად