ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძის" მოედნის დატბორვის გამო გადადებული მატჩი 15 ნოემბერს ზუგდიდში გაიმართება
15 ნოემბერს ფოთის "კოლხეთისა" და "ზესტაფონის" გადადებული მატჩი გაიმართება. შეგახსენებთ, ეს შეხვედრა 6 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თავსხმა წვიმამ ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძის" მოედანი დატბორა და თამაში შეუძლებელი გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა შეხვედრა 15 ნოემბრისთვის მალევე დანიშნა, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში მატჩის ჩატარების ადგილი გაურკვეველი იყო. ლანჩხუთის ვარიანტი, ფაქტობრივად, თავიდანვე გამოირიცხა. საქართველოში ბოლო დღეებში უმეტესად ავდარია და ლანჩხუთის სტადიონი ისეთ მდგომარეობაშია, წვიმის შემთხვევაში სათამაშოდ ისევ უვარგისი გახდებოდა. იყო ქუთაისის სტადიონის ვარიანტიც, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ მატჩი ზუგგიდში გაიმართება.

დღეისთვის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში "ზესტაფონი" მესამე ადგილზეა, მაგრამ ფოთელთა ძლევის შემთხვევაში "ტორპედოსა" და "დინამოს" ჩამოიტოვებს და კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდება. "კოლხეთს" კი "გაგრას" გასასწრებად და ზედა რვა გუნდში მოსახვედრად ასევე გამარჯვება სჭირდება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ზესტაფონს" საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში რვა ფეხბურთელი ჰყავდა მივლენილი, საიდანაც ექვსი უკვე დაუბრუნდა. 19-წლამდელთა განკარგულებაში რჩებიან თორნიკე გრიგალაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე.

უკეთესობისკენ მიდის "ზესტაფონის" ძირითადი მეკარის, როინ კვასხვაძის მდგომარეობა, რომელსაც ხელის თითის მოტეხილობის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა და ეროვნული ნაკრების შეკრებასაც დააკლდა.

"კოლხეთთან" "ზესტაფონს" დისკვალიფიცირებული ედიკ საჯაია დააკლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა