საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში "ევროპის ერთა თასზე" გამოსვლა მეხუთე ადგილზე გასვლით დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში "ევროპის ერთა თასზე" გამოსვლა მეხუთე ადგილზე გასვლით დაასრულა. იქ საქართველოს ნაკრები მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირში იყო წარმოდგენილი, რადგან ბერძენ-რომაელებს მონაწილეობისთვის რეიტინგი არ ეყოთ.

ჩვენი ფალავნები რუსეთის და თურქეთის გუნდებთან ერთად მეორე ჯგუფში მოხვდნენ, პირველში კი აზერბაიჯანი, ბელარუსი და ბულგარეთი იყვნენ.

პირველი შეხვედრა ჩვენებმა რუსებთან გამართეს და 2:5 დამარცხდნენ. გიორგი ედიშერაშვილმა (55) ევროპის ჩემპიონ ნარიმან ისრაპილოვთან წააგო, ამჯერად ზედა წონაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) წმინდად დამარცხდა ევროპის ორგზის ჩემპიონ ოპან სატთან, როგორც ევროპის ვიცე-ჩემპიონი მალხაზ ზარქუა (66) - სოსლან რამონოვთან.

გელა საღირაშვილმა (74) ერთი პერიოდი კი მოუგო მუსლიმ დადაევს, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგო - 1:2. ამით შეხვედრის ბედიც გადაწყდა, თუმცა ასევე ზედა წონაში მოჭიდავე მსოფლიოს პრიზიორი დავით ხუციშვილიც (84) ევროპის ორგზის ჩემპიონ ანზორ ურიშევთან. ჩვენებმა მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს ორი გამარჯვების მოპოვება - ასევე დროებით წონაშეცვლილმა მსოფლიოს პრიზიორმა დავით მარსაგიშვილმა (96) მაგომედ მუსაევი დაჯაბნა, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელმა გიორგი საკანდელიძემ (120) კი - კირილ გოტოვცევი. მარსაგიშვილმა მუსაევს პირწმინდად აჯობა.

გოტოცევი 96-ის ფალავანია და რუსთა ამ ვარსკვლავურ წონაში ჯერჯერობით "პირველი ვიოლინოს" წოდებისგან საკმაოდ შორსაა, მაგრამ სანაკრებო კანდიდატებში სტაბილურად ირიცხება და გამოცდილებით საკანდელიძეს იქნებ კიდეც აღემატება, ისეთ ფალავნებთან უწევს კონკურენცია და ჭიდაობა. საკანდელიძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საგრძნობლად აღემატებოდა მეტოქეს, თუმცა ორივეს მაინც მეტი ოსტატობა მოეთხოვება. გოტოვცევმა მოიგო პირველი პერიოდი და მერეც რამდენჯერმე თითქოს უფრო მაღალი კლასი გამოავლინა, მაგრამ საკანდელიძემ მაინც დამაჯერებლად დაამარცხა, 3-ქულიანზეც გადააგდო მეტოქე, 2-იანზეც და საერთოდ, საკმაოდ ბევრი ილეთი ჩაუტარა.

სამწუხაროდ, ამან ჩვენებს საერთო ანგარიშში ვერ უშველა - 2:5 წააგეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლასაც გამოეთიშნენ, რადგან მანამდე რუსებმა თურქებსაც მოუგეს - ასევე 5:2 და ფინალშიც გავიდნენ.

ამის შემდეგ თურქებთან დარჩენილი შეხვედრა უფრო პრესტიჟის მნიშვნელობისა იყო, თუმცა ჩვენებმა ვერც იქ იმარჯვეს - 3:4 დათმეს, საბოლოოდ მხოლოდ ბელარუსებს მოუგეს - 5:2 და მეხუთეზე გავიდნენ. ამ შეხვედრაში არ უჭიდავია ზარქუას, რომელმაც თურქებთან ტრავმა მიიღო.

ესეც ერთი მაგალითი, რომ მსგავსი ფათერაკი ნებისმიერ შეჯიბრებაზე შეიძლება მოხდეს და ამის შიშით საქართველოს ჩემპიონატის გამოტოვება გაუმართლებელია. არადა, ლიდერთა უმეტესობას თვის ბოლოს გასამართ ეროვნულ პირველობაზე ამ მიზნით ასვენებენ.

ჩემპიონი რუსეთის ნაკრები გახდა, თუმცა ფინალში აზერბაიჯანთან დიდხანს აგებდა. თავიდან ისრაპილოვმა ასევე ევროპის ჩემპიონი მაჰმუდ მაგომედოვი დაამარცხა და რუსები დააწინაურა, მაგრამ მერე აზერბაიჯანელებმა აიწყვიტეს - ტოგრულ ასგაროვმა, ემინ აზიზოვმა და მაგომედოვივით რუსეთიდან გადაბირებულმა კირილ გოსტიევმა ზედიზედ იმარჯვეს, რითაც ანგარიში 3:1 გახადეს.

თამამად შეიძლება ითქვას, შეხვედრაში გარდატეხა ურიშევმა შეიტანა, რომელიც მოსკოვში თურმე სამკურნალოდ ჩასულა - ნაურუზ ტემრეზოვს დამატებით დროში მოუგო და თავისიანებს შანსი შეუნარჩუნა. არსლანბეკ ალიევმა (96) ანგარიში გაათანაბრა, რუსთა მოგება კი მძიმეწონოსანმა ბარსაგ კესაევმა გამოჭედა ასლან ძებისოვთან ასევე დამატებითში გამარჯვებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"