თუ ზუგდიდური კლუბის ხელმძღვანელობა დავალიანებებს 19 ნოემბრამდე არ გაისტუმრებს, მთელი გუნდი განცხადებას გააკეთებს და მოედანზე სათამაშოდ არ გავა
ზუგდიდის "ბაია" რუსთავის "მეტალურგთან" მარცხის შემდეგ აღარ შეკრებილა. მიზეზი ფეხბურთელების მიმართ კლუბის ფინანსური დავალიანებაა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ვარჯიშობენ ზუგდიდელები, კონკრეტული პასუხი არ აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს, რომელიც ჰოლანდიაში იმყოფებოდა მწვრთნელთა განათლების კურსებზე. ეს თავად ქომეთიანმა გვითხრა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერსიები რამდენჯერმე შეცვალა.

- ჩვენს გუნდს დავალიანებები არ აქვს. პატარა შეფერხება იყო, ფული არის, მაგრამ გაცემა ვერ მოხერხდა. კვირას ვარჯიში ჩვეულებრივ, ორ საათზე ჩატარდება. თბილისიდან გიორგი სომხიშვილი ვერ ჩამოდის, ტრავმა აქვს და მკურნალობს, ვალიკო ტყემალაძეს სიცხე აქვს. ნიკა მგელაძე, ნიკა შონია და გიორგი პაჭკორია უკვე გაემგზავრნენ ზუგდიდში, ასე რომ, ვარჯიში კვირას მექნება, - გვითხრა შაბათს ქომეთიანმა.

მოგვიანებით, დავადგინეთ, რომ ზუგდიდში მხოლოდ პაჭკორია და შონია გაემგზავრნენ, თუმცა არა სავარჯიშოდ; გიორგი სომხიშვილი კი დავალიანების გამო არ ჩადის იქ.

ამის შემდეგ ისევ დავუკავშირდით ქომეთიანს, რომელმაც გვაცნობა, რომ ნიკა მგელაძეს, რომელიც უკვე ზუგდიდში იყო, ერთი დღე უთხოვია, ხოლო გიორგი სომხიშვილს ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდა, რათა ტრავმა მოეშუშებინა.

"ლელო" ნიკა შონიასაც ესაუბრა, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ "ბაიაში" დიდი გაურკვევლობაა.

ნიკა შონია: "ისევ იგივე პრობლემებია, რაც გასულ წელს იყო. პირდაპირ რომ გითხრათ, გუნდში დიდი გაუგებრობა და გაურკვევლობაა.

გვატყუებენ, ფული დღეს იქნება, ხვალ იქნებაო. "დინამოს" მოვუგეთ და იმის მაგივრად, რომ წახალისება იყოს, პატარა ბიჭებით დაკომპლექტებულ გუნდს გამუდმებით წივილ-კივილი სჭირდება პრემიებისთვის.

ახლა "დინამოს", თასის პრემია და ამ თვის ხელფასი გვაქვს ასაღები. ისევ ტყუილები გვესმის და ამოვიდა ყელში. ვითომ "ფერერო" გვსპონსორობს, მაგრამ ესეც ვერ გავიგეთ, გვყავს თუ არა საერთოდ პატრონი. წინა კვირას დაგვიბარეს, ფული გადმოირიცხაო, მივედით და პრობლემაა, ვერ ვიღებთო. უკვე მერამდენედ მოხდა ეს.

19-ში მოედანზე გასვლას და თამაშს არ ვაპირებთ, ეს მარტო ჩემი პოზიცია არ არის, მთელმა გუნდმა გადაწყვიტა; ჩემპიონატს, სავარაუდოდ, პატარა ბიჭები გააგრძელებენ".

ქომეთიანის თქმით კი, ეს პირველი შემთხვევაა გუნდში და საგანგაშო არაფერია, არადა, სიტუაცია საპირისპიროზე მეტყველებს.

გიორგი სომხიშვილი ამბობს, რომ, როცა 18-19 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდი "დინამოს" უგებს და '"ტორპედოსთან" ფრედ ასრულებს შეხვედრას, რაღაც უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს, მაგრამ ყველაფერი პირიქითაა. არც დამოკიდებულება შეცვლილა და არც სხვა პირობები გაუმჯობესებულა.

შეპირებისამებრ, ქომეთიანს კვირასაც დავუკავშირდით, მან ამჯერად დაადასტურა პრობლემების არსებობა და იმედი გამოთქვა, რომ პარასკევამდე ყველაფერი მოგვარდება.

- ვარჯიში არ ჩატარებულა, ბიჭები ცოტას ჯიუტობენ. პარასკევამდე დროა და გვპირდებიან, ყველაფერი გამოსწორდებაო. იმედია, საწვრთნელი პროცესი არ ჩაიშლება და გუნდი მომდევნო ტურში სრული შემადგენლობით ითამაშებს.

- თუ ფინანსური პრობლემები პარასკევამდე არ მოგვარდა, რა იქნება შემდეგ?

- აი, შემდეგ რა იქნება, ეს უკვე აღარ ვიცი. დიდი შანსია, რომ დარიგდეს პრემიები და ხელფასები, ამ პირობით ვაგრძელებთ მუშაობას. თბილისიდან ბიჭები ჯერ არ ჩამოსულან, მაგრამ აქ რა კონტინგენტიცაა, ის ივარჯიშებს.

მთავარი მწვრთნელის კომენტარის შემდეგ ისევ დავუკავშირდით ზუგდიდელ ფეხბურთელებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ვარჯიშს დაიწყებენ, მაგრამ თუ 19 ნოემბრამდე დავალიანებები არ გაიცემა, მთელი გუნდი განცხადებას გააკეთებს და სათამაშოდ არ გავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fcbaia
არ არეულა,კარგად ვართ:)
fcbaia
არ არეულა,მშვენივრად არის ყველაფერი:)
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...