ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კარს მოგვადგა. ჩვენი ნაკრები 3 სექტემბერს სასტარტო მატჩს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთთან სტუმრად გამართავს...

ევრო 2012. საბერძნეთი-საქართველო

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კარს მოგვადგა. ჩვენი ნაკრები 3 სექტემბერს სასტარტო მატჩს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ საბერძნეთთან სტუმრად გამართავს, 7 სექტემბერს კი ისრაელის ეროვნულ გუნდს თბილისში ეთამაშება. თემურ ქეცბაიამ ამ ორი თამაშისთვის ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოიძახა. რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები - ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო), გრიგოლ ბედიაშვილი (ოლიმპი);

მცველები - კახა კალაძე (მილანი, იტალია), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი მოსკოვი, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნი, ინგლისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), დავით კვირკველია (სიბირი, რუსეთი), მათე ღვინიანიძე (მიუნხენ 1860, გერმანია), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა);

ნახევარმცველები - ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), გიორგი მერებაშვილი (ვოევოდინა, სერბეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), გოგიტა გოგუა (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), თორნიკე აფციაური (ზესტაფონი), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო);

თავდამსხმელები - ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), დავით სირაძე (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), ლადო დვალიშვილი (მაქაბი ჰაიფა, ისრაელი), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი).

როგორც ხედავთ, სანაკრებო შემადგენლობაში ორი ახალი გვარია. მათე ღვინიანიძე და გრიგოლ ბედიაშვილი. წელიწადზე მეტია, რაც 23 წლის მცველი მათე ღვინიანიძე სანაკრებო სიაში არ ყოფილა. ბოლოს იგი ექტორ კუპერმა შარშან, 12 აგვისტოს მალტასთან (0:2) ამხანაგურ მატჩისთვის გამოიძახა ეროვნულში. მიუნხენელთა კლუბის მცველი ეროვნულ გუნდში პირველად კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობისას გამოჩნდა. ნაკრებში მათეს, დღემდე 9 მატჩი აქვს ჩატარებული. 30 წლის მეკარე გრიგოლ ბედიაშვილმა შარშან ეროვნულში ერთ შეხვედრაში ითამაშა სტუმრად ალბანეთთან (1:1).

ჩვენი ნაკრები 30 აგვისტოს კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში შეიკრიბება და სამი დღის განმავლობაში კვიპროსის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება. თემურ ქეცბაიას გუნდი 2 სექტემბერს კვიპროსიდან ათენში გადაფრინდება. 3 სექტემბერს საბერძნეთ-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

temo
მშვენიერი შემადგენლობაა ამაზე ძლიერი შემადგენლობა რაც არ უნდა გავაკეთოთ ვერ გვეყოლება. ეხლა ვნახავთ რა შეუძლიათ
skilachi
როგორ მოხდა რო ლომაია დატოვეს ნაკრებს მიღმა?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა