"ბარსელონას" ვარსკვლავმა ყოფილ თანაგუნდელს შეუთვალა, თუ "არსენალიდან" წასვლა გინდა, ახლავე წადი, თორემ მერე ფეხსაც ვეღარ გაადგამო
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა, 24 წლის სესკ ფაბრეგასმა თავის ყოფილ თანაგუნდელს, 28 წლის ჰოლანდიელ რობინ ვან პერსის შეუთვალა, თუ "არსენალიდან" წასვლა გინდა, ახლავე წადი, თორემ მერე ფეხსაც ვეღარ გაადგამო.

მოგეხსენებათ, "მეთოფეთა" ახალმა კაპიტანმა და საუკეთესო თავდამსხმელმა კლუბთან საკონტრაქტო საკითხებზე მოლაპარაკება სეზონის ბოლოსთვის გადასდო. თავის მხრივ, ასეთმა გადავადებამ შეაშინა ჩრდილოლონდონელებიც. მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ რაკი ვან პერსი ახალ ხელშეკრულებას დღესვე არ თანხმდება, ესე იგი სხვაგან გადასვლას აპირებს. ფაბრეგასმა, რომელმაც მშობლიური ქალაქის გუნდში გადასვლის გამო "არსენალი" გასულ ზაფხულს დატოვა, ვან პერსიზე ლაპარაკისას თქვა:

"ვერ გეტყვით ვან პერსი მომავალშიც "არსენალში" ითამაშებს თუ არა. ეს მისი გადასაწყვეტია. რობინი ისეთ ასაკშია, რომ თუ სადმე გადასვლა უნდა, მომენტით უნდა ისარგებლოს. ეს მისი ბოლო შანსია. წინააღმდეგ შემთხვევაში "ემირეიტ სთედიუმზე" დარჩენა და კარიერის "მეთოფედ" დამთავრება მოუწევს".

ვან პერსის დღევანდელი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 18 თვე დარჩა. ფაბრეგასმა განაგრძო: "ვნახოთ, თავად რას გადაწეყვეტს. ერთი ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში რობინი "არსენალის" ერთგული ფეხბურთელი იყო და აქაურ ფანებს ის ძალიან უყვართ. "ემირეიტზე" ის სამაგალითოა, სხვათაგან გამორჩეულია და მისი გაშვება არავის მოუნდება".

მიმდინარე სეზონი ჰოლანდიელმა ფორვარდმა საუცხოოდ დაიწყო. ყველა შეჯიბრებაში ერთად, მან 13 შეხვედრა დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში და 13 გოლი აქვს გატანილი. ისევ ფაბრეგასი:

"ვან პერსიმ სეზონი მართლაც საუცხოოდ დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ზაფხულამდე ასე გააგრძელებს. მე რომ "არსენალში" ვიყავი, სამწუხაროდ, სეზონი ისე არ გავიდოდა მძიმე ტრავმა რომ არ მიეღო".

თავად ფაბრეგასმა "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში 11 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

"თავი ზღაპარში მგონია" - თქვა "მეთოფეთა" ყოფილმა კაპიტანმა თავის დღევანდელ ცხოვრებაზე.

არსენალელთაგან გვინდა თქვენი ყურადღება 26 წლის პოლონელ მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიზეც შევაჩეროთ. მოგეხსენებათ, 2012 წლის

ზაფხულში ევროპის ჩემპიონატია და მასში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელს უნდა. ამასთან, პოლონელებისთვის ევრო 2012-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის უკრაინასა და მათ სამშობლოში ტარდება. სხვა სიტყვებით, პოლონელ ფეხბურთელებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამოსვლისა და თავის მოწონების შესაძლებლობა ეძლევათ, მაგრამ ამისათვის საჭიროა კარგ ფორმაში იყვნენ და ნაკრებში მოხვდნენ.

ფაბიანსკის კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან გაუჭირდება, რადგან ამ სეზონში სულ ორ შეხვედრაში ითამაშა და ისიც "ქარლინგის თასზე". გამოსავლის ძიებაში პოლონელმა გოლკიპერმა არსენ ვენგერთან ილაპარაკა.

"არ არის გამორიცხული მეც ჩვენს კიდევ ერთ მეკარეს, ესპანელ მანუელ ალმუნიას მივბაძო და იჯარის წესით სადმე, დაბალი ლიგის გუნდში გადავიდე. რამდენიმე დღის წინ შეფს ველაპარაკე და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. შეხვედრა მე ვითხოვე. მინდა ჩემი საქმე მალე მოვაგვარო, რადგან 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი უკვე კარს მოგვადგა. დიდი იმედი მაქვს, რომ ვენგერი ჩემს სურვილს გაგებით მოეკიდება და პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება. რასაკირველია, "არსენალში" თამაში ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, მაშინ სადმე უნდა გადავიდე, თუნდაც იჯარის წესით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა