თურქული პრესის ცნობით, განცხადებას გადადგომის შესახებ ჰოლანდიელი დღევანდელი შეხვედრის დასრულებისთანავე გააკეთებს
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუუს ჰიდინკმა ევრო 2012-ზე მოხვედრის პრაქტიკული შანსი ხორვატიასთან სტამბულში სამბურთიანი სხვაობით წაგებულ შეხვედრაშივე დაკარგა.

ის, რომ ჰოლანდიელი თანამდებობას გამოეთხოვება, ეჭვი აღარავის ეპარება. თურქული პრესის ცნობით, განცხადებას გადადგომის შესახებ ჰოლანდიელი დღევანდელი შეხვედრის დასრულებისთანავე გააკეთებს. "ბილდის" ცნობით, ჩვენი მეზობლები ქვეყნის მთავარ გუნდში მის შემცვლელზე უკვე დაფიქრდნენ. შესაძლოა მათ ნაკრების გაწვრთნა ბერტი ფოგთსს შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რომ ჰერ ფოგთსს გუნდის ჩაბარებას თურქები ჯერ კიდევ ივნისში სთავაზობდნენ, ვინც ამჟამად აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. 64 წლის გერმანელს აზერბაიჯანელებთან ხელშეკრულება უმთავრდება, მისი გახანგრძლივება კი ჯერ არავის შეუთავაზებია.

ამ დღეებში გუუს ჰიდინკის აგენტს კის ვან ნიუვენჰოიზენს იმდენმა ჟურნალისტმა დაურეკა, რამდენსაც ის ალბათ არასოდეს შეუწუხებია. ბატონმა ვან ნიუვენჰოიზენმა სცადა, ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა. ჰოლანდიურ "დე ტელეგრააფს" აინტერესებდა, თურქეთიდან წამოსვლის შემდეგ თუ დათანხმდებოდა გუუსი იოჰან კრუიფის ახალ წინადადებას, გამხდარიყო "აიაქსის" ტექნიკური დირექტორი. მოგეხსენებათ, იქამდე ამსტერდამული გრანდი მას დირექტორთა საბჭოს წევრობას სთავაზობდა. ვან ნიუვენჰოიზენმა ჟურნალისთან საუბარი ასე დაიწყო:

- გუუსს სამართლიანად ეღიმებოდა, როცა მას იღბლიან მწვრთნელად მოიხსენიებდნენ. ახლა, როცა ის რეალურად დგას საფრთხის წინაშე, ზედიზედ მეორე დიდი ტურნირი გამოტოვოს, მის იღბლიანობაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია. თუმცა რომელმა ბედმა უნდა გიშველოს, როცა მეტოქე ასეთ მაღალ დონეზე თამაშობს?!

- ჰიდინკის კონტრაქტს ვადა 2012 წლის 1 აგვისტოს გასდის. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მასთან ხელშეკრულების გაუქმება ხორვატიასთან საპასუხო თამაშის დასრულებისთანავე გამოცხადდეს?

- იქამდე, სანამ განმეორებითი მატჩი არ დამთავრდება, რამე კონკრეტულის თქმა ჩემს კლიენტზე ძალიან ძნელია. მით უფრო, რომ მე არ ვიცი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია. ბოლო თვეებში გუუსი უამრავ სარფიან წინადადებას იღებდა ევროპის ტოპკლუბებიდან, მათ შორის ინგლისური გრანდებიდან, მაგრამ ის მათზე უარს ამბობდა, რადგან თურქებთან გაფორმებულ ხელშეკრულებას სცემდა პატივს. იმედს გამოვთქვამ, თავის მხრივ ისინიც ანალოგიურ პატივისცემას გამოიჩენენ.

- განაცხადეთ, რომ უამრავ სარფიან წინადადებას იღებდით. ხომ არ ყოფილა მათ შორის მახაჩყალის "ანჟის" შემოთავაზება?

- არა. ამ კლუბიდან არავინ დამკავშირებია. უპირველესად ვის წინადადებასაც განვიხილავთ, ეს "აიაქსია". დედაქალაქურ კლუბში მას უკვე დიდი ხანია, მოუთმენლად ელიან. გაითვალისწინეთ, ისიც რომ ჰიდინკი სწორედ ამსტერდამში ცხოვრობს. მაგრამ ის მეტად პრაქტიკული ადამიანია და პასუხის გაცემას ჯერ არ ჩქარობს. მისი თქმით, საჭიროა, როგორც მინიმუმ სამშაბათის ღამე დადგეს, რათა შეეძლოს საკუთარ მომავალზე ფიქრი.

- მართალია, რომ "პარი სენ ჟერმენის" წინადადება მაგიდაზე გიდევთ?

- დიახ, მართალია, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, სანამ თურქებთან ურთერთობა არ გაირკვევა იქამდე რომელიმე წინადადების განხილვაზე უარს ვამბობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში