ახლა უკვე ფრანგებიც ადასტურებენ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" 52 წლის კარლო ანჩელოტისგან კონტრაქტზე უარი მიიღო
ინფორმაცია, რომელსაც ინგლისური პრესა ლამის ერთი კვირის წინ წერდა, ფრანგებმა ახლაღა აიტაცეს. ახლა უკვე ისინიც ადასტურებენ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" 52 წლის კარლო ანჩელოტისგან კონტრაქტზე უარი მიიღო.

პრესა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარლეტოსა და პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლეონარდოს მშვენიერი ურთიერთობა აკავშირებთ, მათ პოზიციების შეთანხემბა ვერ მოახერხეს და იტალიელის უარის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. თავის მხრივ გუუს ჰიდინკის აგენტი კის ვან ნიუვენჰოიზენიც ადასტურებს, რომ მას პარიზელთა წინადადებას რა ხანია მიღებული აქვს.

ესე იგი, ლეონარდო ამჟამინდელ დამრიგებელ ანტუან კომბუარეს არ ენდობა მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელმძღვანელობით დედაქალაქელები ლიგა 1-ის ლიდერები არიან და ჯერჯერობით არც ევროპის ლიგაში შეურცხვენიათ თავი. როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ყოველივე ამაზე მუსიე ანტუანს, თავისუფლად წარმოსადგენია.

პარიზული კლუბი განაგრძობს ახალ-ახალი კანდიდატურების განხილვას შემადგენლობის გასაძლიერებლად. ამჯერად ლეონარდოს მილანის "ინტერიდან" 32 წლის დიეგო მილიტოს შეძენა უნდა. თუ დავაკვირდებით ბრაზილიელის პოლიტიკას, აღმოვაჩენთ, რომ ის ყველანაირად ერიდება ექსპერიმენტებს და "პარი სენ ჟერმენში" მხოლოდ ისეთი ფეხბურთელების შეკრებას ეშურება, რომელთა სათამაშო კლასში ეჭვი წმითაც არ ეპარება.

უმთავრესად ის იტალიურ ბაზარსაა "ჩაფრენილი". ბუნებრივია, ამ ჩემპიონატს ის სხვებზე უკეთ იცნობს. იტალიური წყაროები წერენ, რომ თუკი ფრანგები "ნერაძურის" მსუყე თანხას შესთავაზებენ, მილანურ გრანდს მილიტოსთან გამოთხოვება არ გაუჭირდება. თუკი ასეა, მაშინ ლეონარდო ფეხბურთელის იოლად შეიძენს, რადგან მის კლუბს ფული ნამდვილად აქვს.

პარიზულმა კლუბმა ბევრი ევროპული გრანდის საკადრო პოლიტიკას მობაძა და ადმინისტრაციაში გუნდის ყოფილი ფეხბურთელები დაასაქმა.

ერთ-ერთი ვისაც კლუბმა სამსახური შესთავაზა, პორტუგალიელი პედრო პაულეტაა. ამჟამად ის პსჟ-ის ახალგაზრდულ დეპარტამენტში მუშაობს და პირენეიზე ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიებაზეა პასუხისმგებელი. აი, რას ამბობს ის: "ყატარელი ინვესტორის გამოჩენა დადებითი მოვლენაა. ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან სულ უფრო და უფრო ძლიერი ფეხბურთელების გადმობირებაზე მიდის ლაპარაკი. კლუბის მფლობელებს აქვთ სახსრები, რათა მართლა დიდი ვარსკვლავები შეიძინოს. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გუნდის გაძლიერებას კრიშტიანო რონალდოთი დავიწყებდი.

მოხარული ვარ, როცა ჩემს გუნდს ცხრილის პირველ საფეხურზე ვხედავ. დარწმუნებული ვარ, თუკი გუნდი ასეთივე მონდომებით განაგრძობს საქმის კეთებას, მას წინ დიდი წარმატებები ელის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
რომელ რუს ფეხბურთელს წაიყვანდა პსჟ-ში - საფონოვმა ამ შეკითხვას უპასუხა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია