მინეაპოლისში გაიბრწყინა მაიკლ ფელპსმა, რომელმაც სამი დღის განმავლობაში ოქროს ხუთი მედალი მოიპოვა
ტოკიოში დასრულდა მსოფლიოს თასის გათამაშება მოკლე აუზისთვის. ერთი თვის განმავლობაში ჩატარდა შვიდი ეტაპი, რომელთა შედეგების მიხედვით გაირკვა საერთო ჩათვლის ორი გამარჯვებული. თუმცა იაპონიის დედაქალაქში სერიოზული ბრძოლა არ გამოვიდა და მთავარი პრიზი მოიგეს იმათმა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სურდა.

რა თქმა უნდა, მსოფლიოს თასის მთავარ გმირად ჩად ლე კლო უნდა მოვნათლოთ. ისევე როგორც შარშანდელმა ლაურეატმა, ბრაზილიელმა ტიაგო პერეირამ, სამხრეთაფრიკელმაც წელს ყველა ეტაპზე დააგროვა ქულები. თანაც ლე კლომ უნივერსალიზმი გამოავლინა და ბრასის გარდა ყველა დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა. შედეგად, შვიდ ეტაპზე ჩადს 23 (!) მოგება გაუგროვდა.

ბოლო ეტაპისთვის ლე კლოს აშკარად დაღლა დაეტყო და თავს მოდუნების უფლება მისცა. პირველ დღეს მან სამ ფინალში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სამივე წააგო. კვირას კი საერთოდ ვერ მოხვდა 100 მეტრი ბატერფლაის ფინალში, 200 მეტრზე კომპლექსურში კი კოსუკე ჰაგინოსთან დამარცხდა და ვერცხლი მიიღო.

თუმცა სამხრეთაფრიკელს იაპონია ოქროს გარეშე მაინც არ დაუტოვებია. მან პირველობა მოიპოვა 200 მეტრზე კროლში, თანაც ამჯერად მისი ტაქტიკა განსხვავდებოდა იმისგან, რასაც წინა სტარტებზე იყენებდა. ლე კლომ ყველა მიაჩვია თავის ბრწყინვალე ფინიშს, რომლის წყალობითაც მან რამდენიმე ლამაზი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად კი აფრიკელმა თავიდანვე შეუტია და ამან შედეგი გამოიღო. უკვე დისტანციის პირველ ნახევარში ის თავის ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეს ტაკეში მაცუდას წამზე მეტს უგებდა და შეძლო ბოლომდე უპირატესობის შენარჩუნება.

ქალთა გათამაშებაში გარკვეული კონკურენცია მაინც შეინიშნებოდა. ბოლო ეტაპის წინ ტერეზა ალშამარი მელისა ფრანკლინს მხოლოდ 25 ქულით უგებდა, თუმცა შვედს შეეძლო მილოცვები მიეღო შარშანდელი წარმატების გამეორებისთვის, რადგან ამერიკელი არ აპირებდა აზიაში გამოსვლას. ამ მსოფლიოს თასზე ის მხოლოდ ორ ეტაპზე მონაწილეობდა - მოსკოვსა და ბერლინში და მაინც მოახერხა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გასვლა. ეს იმის წყალობით, რომ ერთ-ერთ ეტაპზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში, რამაც მას უამრავი ბონუსი მოუტანა.

ფრანკლინის გასწრება შეეძლო ავსტრალიელ ბლერ ევანსს - ოღონდ მას 940 ქულა უნდა დაეგროვებინა. ევანსმა ბრწყინვალედ გაცურა 400 მეტრი თავისუფალის საწყისი მონაკვეთი და დისტანციის ნახევარი მსოფლიოს რეკორდთან ახლოს იყო, მაგრამ ფინიშამდე 50 მეტრით ადრე შემობრუნებისას შეცდა, რამაც სამი წამი დააკარგვინა. საბოლოოდ, მან ეს გაცურვა მოიგო, მაგრამ 17 ქულა არ ეყო მეორე ადგილამდე.

რაც შეეხება ფრანკლინს, მან 11-13 ნოემბერს მინეაპოლისში მიიღო მონაწილეობა გრანპრის სერიის პირველ ეტაპზე, რომელიც ამერიკის ცურვის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. მსოფლიოს თასისგან გასხვავებით, ტურნირი კლასიკურ 50-მეტრიან აუზში ჩატარდა.

მელისამ გაიმარჯვა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში საკმაოდ მაღალი შედეგით - 59,69.

ასევე აღსანიშნავია ჯესიკა ჰარდის გამარჯვება, რომელმაც რებეკა სონის 100 მეტრი ბრასი მოუგო.

მინეაპოლისში გაიბრწყინა მაიკლ ფელპსმა, რომელმაც სამი დღის განმავლობაში ოქროს ხუთი მედალი მოიპოვა. ამ გრანპრიზე მეხუთე გამარჯვება 14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში მოიპოვა. მან დისტანცია წუთსა და 57,58 წამში გაცურა და მეორე ადგილზე გასულ დარიან თაუნსენდს თითქმის ოთხი წამით გაუსწრო.

მინეაპოლისში პირველ ორ დღეს ფელპსმა გაიმარჯვა 100 და 200 მეტრზე ბატერფლაიში, 200 მეტრზე თავისუფალი სტილით და 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში.

სააგენტო AP-თვის მიცემულ ინტერვიუში ფელპსმა განაცხადა, რომ 2012 წლის ოლიმპიადისთვის მზადება კარგად მიდის. მოცურავე კმაყოფილი დარჩა არა მხოლოდ ოქროს მედლების რაოდენობით, არამედ ნაჩვენები შედეგებითაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!