"დალას მავერიქსის" ლიდერმა NBA-ში ლოკაუტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა

შარშანდელი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშემ, "დალას მავერიქსის" ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაანდო ლოკაუტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, ილაპარაკა თავის საფეხბურთო სიმპატიებზე.

"იმედი მაქვს, მხარეები მოახერხებენ შეთანხმებას ლოკაუტის დასრულებასთან დაკავშირებით და შევძლებთ შემოკლებული სეზონის ჩატარებას. ჯერჯერობით, ფორმას ჩოგბურთის თამაშით ვინარჩუნებ. გერმანიის ჩემპიონატს თვალს ვერ ვადევნებ, მაგრამ ვიცი, რომ "ბამბერგმა" ისევ კარგად დაიწყო სეზონი. სწორედ მას მივიჩნევ ფავორიტად, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

რაც შეეხება ფეხბურთს, "ბაიერნი" ძალიან ძლიერია. რთული იქნება მასთან ჩემპიონობისთვის ბრძოლა. მაგრამ, მათთვის სამწუხაროდ, ბასტიან შვაინშტაიგერი დაიმტვრა, ეს კი დიდი დანაკლისია. 80-იან წლებში "ვერდერის" დიდი გულშემატკივარი ვიყავი. მომწონს, როგორ თამაშობს ამ გუნდში კლაუდიო პისარო. აგრეთვე, ფრანკ რიბერი მხიბლავს - მასზე დაკვირვება ყოველთვის სასიამოვნოა. ხშირი ურთიერთობა მაქვს პოლდისთან (ლუკას პოდოლსკი). ის კალათბურთის დიდი თაყვანისმცემელია. ისიც კარგ სეზონს ატარებს და ამის გამო ძალიან მოხარული ვარ", - ამბობს გერმანელი კალათბურთელი.

თუ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონი არ გაიმართება, ნოვიცკი ევროპაში აპირებს თამაშს, რადგან არ სურს წლის ჩაგდება. გერმანიაში დირკზე სამი კლუბი აცხადებს პრეტენზიას - "ბამბერგი", "ბაიერნი" და "ალბა". NBA-ის ჩემპიონს ასევე მიწვევები აქვს ჩინეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და თურქეთიდან.

"დავბრუნდები თუ არა გერმანიაში? თუ იქ ერთ-ერთ კლუბს ავირჩევ, დანარჩენი ორი გამინაწყენდება. ისე კი არ მინდა სეზონის გამოტოვება.

თუ NBA-ში სიტუაცია არ გამოსწორდა, მაშინ სეზონის მაშინ წლის დასაწყისში კლუბის ძებნას დავიწყებ, რათა ზაფხულამდე სათამაშო პრაქტიკა მქონდეს", - აცხადებს "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნოვიცკი.

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა