გუშინ, გვიან ღამით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2011-12 წლების სეზონის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო
გუშინ, გვიან ღამით უნდა გადაწყვეტილიყო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2011-12 წლების სეზონის ბედი. ამ შეხვედრამდე ამერიკულმა პრესამ დაწერა, რომ კლუბების მფლობელთა ბოლო შეთავაზებაში მოთამაშეთა პროფკავშირი გარკვეული შესწორებების შეტანას აპირებს, თუმცა ლიგის ხელმძღვანელობა არ დაეთანხმება მოთამაშეთა ამ ინიციატივას.

გადამწყვეტი შეხვედრის წინ "ოკლაჰომას" ლიდერმა კევინ დურანტმა მოუწოდა მოთამაშეთა პროფკავშირს არ მიიღონ კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი.

"ეს ის შეთანხმება არ არის, რომელსაც ჩვენ ველოდით. ეს ცუდი ხელშეკრულებაა და არ მესმის, რატომ უნდა მივიღოთ ის", - ამბობს NBA-ის ვარსკვლავი.

სხვათა შორის პრესაში გამოქვეყნდა კლუბების ახალი შეთავაზების რამდენიმე პუნქტი. პირველი ორი წლის განმავლობაში არ შეიცვლება ბიუჯეტის გარეთ დახარჯულ დოლარზე გადასახადი. გუნდები, რომლებიც სახელფასო ბიუჯეტში ვერ ჩაეტევიან, ჯერჯერობით უფლება ექნებათ Sign-and-trade-ის პრინციპით გააფორმონ ხელშეკრულებები.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ახალი ხელშეკრულებით მოთამაშეთა საშუალო ხელფასი 8 მილიონი დოლარი იქნება და არა 5 მილიონი, როგორც ეს ადრე იყო.

პროფკავშირმა გაავრცელა ცნობა, რომ კლუბების მფლობელთა ახალ ხელშეკრულებაზე მოთამაშეებს შორის ფარული კენჭისყრა გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს