ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ლონდონის ოლიმპიადის დღეებში ბრიტანეთის დედაქალაქში გამოძიების ფედერალური ბიუროს 500 აგენტის გაგზავნას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ლონდონის ოლიმპიადის დღეებში ბრიტანეთის დედაქალაქში გამოძიების ფედერალური ბიუროს 500 აგენტის გაგზავნას აპირებს.

მათი მიზანი ამერიკელი სპორტსმენებისა და დიპლომატების დაცვა იქნება. აშშ-ის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს ბრიტანელი პოლიციელების არასაკმარისი რაოდენობის გამო, რომლებმაც თამაშების დროს უსაფრთხოება უნდა დაიცვან და წესრიგი დაამყარონ.

ლონდონის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ვერ გათვალა ოლმპიური ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მცველთა რაოდენობა. თავიდან კომიტეტმა ჩათვალა, რომ 10 ათასი ადამიანი ამისთვის საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ზაფხულში ეს რიცხვი 21 ათასამდე გაიზარდა.

პოლიცია პასუხისმგებელი არ არის ოლიმპიური ობიექტების უსაფრთხოებაზე. ეს მისია ფირმა G4S-ს აქვს მინდობილი. ამ კვირას ეს კომპანია იწყებს სარეკლამო აქციას, რომლის მიზანი იქნება მცველების მოძიება და მათი სწავლა და გაწვრთნა. თუმცა საორგანიზაციო კომიტეტს არ აქვს G4S-თვის გადასახდელი ფული, თან კომიტეტის წარმომადგენლებს არ სჯერათ, რომ ეს ფირმა დარჩენილ დროში შეძლებს შეავსოს სამართალდამცავთა არასაკმარისი რაოდენობა. ამიტომაც კომიტეტმა მიმართა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც დამატებით გამოყო სამი ათასი ჯარისკაცი და კიდევ ორი ათასი რეზერვისტი.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი მაინც აპირებს ამერიკელ სპორტსმენებს თან გააყოლოს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები.

ამერიკელთა ეს გადაწყვეტილება გასაკვირია იმის გამო, რომ ბრიტანეთის ტერორიზმის ანალიზის გაერთიანებულმა ცენტრმა ოლიმპიადის დროს ტერორისტული აქტების საფრთხე მინიმალურად მონათლა. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები მაინც შიშით ელიან მომავალ თამაშებს. მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდასგან" და მისი ფილიალებისგან, შესაძლოა, ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობას ჰქონდეს ადგილი, თანაც ამერიკელი სპორტსმენები ტერორისტების მთავარი სამიზნეები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად