მართლა გიჟია "მანჩესტერ სიტი"? ამ კლუბის მხრიდან ფულის დაუნანებლად ხარჯვა მართლა კამიკაძის საქციელია? ეს კითხვები ცნობილმა ინგლისელმა მიმოხილველმა მარტინ სამუელმა "დეილი მეილში" გამოქვეყნებულ სვეტში დასვა...

მართლა გიჟია "მანჩესტერ სიტი"? ამ კლუბის მხრიდან ფულის დაუნანებლად ხარჯვა მართლა კამიკაძის საქციელია? ეს კითხვები ცნობილმა ინგლისელმა მიმოხილველმა მარტინ სამუელმა "დეილი მეილში" გამოქვეყნებულ სვეტში დასვა და, რასაკვირველია იქვე უპასუხა კიდეც. შეგახსენებთ, რომ ისტლენდერებს კამიკაძეები მათი თანაქალაქელი გუნდის "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უწოდა. სამუელი კი საკითხს ძალიან მარტივად უდგება.

მას კრიტიკოსთაგან აინტერესებს მოისმინოს პასუხი: რა უნდა ექნა ამბიციურ კლუბს, რომელსაც დიდძალი ფული ჩაუვარდა - ნუთუ, არ უნდა გასულიყო სატრანსფერო ბაზარზე ძლიერი ფეხბურთელების საყიდლად? ჟურნალისტი შეგვახსენებს, რომ ამ ზაფხულს მოთამაშეთა ყიდვა-გაყიდვა სადაცაა დასრულდება. შეიძლება ითქვას უკუთვლაა დაწყებული. მერედა, როლს ერთი ძალიან სპეციფიკური საკითხიც თამაშობს: შემდეგი ანუ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ბოლოა, რომლის დროსაც კლუბები აქამდე ცნობილი წესით იყიდიან ფეხბურთელებს.

მას მერე უკვე უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის ახალი კანონები იწყებს მოქმედებას. კერძოდ, მართალია "პლატინის რეჟიმის" საბოლოოდ დამყარებამდე ჯერ კიდევ ოთხი სეზონია, მაგრამ მანამდე რთული გზა მიდის, რომელიც პერიოდულად პრინციპულ ცვლილებებს გულისხმობს. ასე მაგალითად, 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის აპრილამდე კლუბებმა ზარალი უნდა შეამცირონ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მომავალი წლიდან ტრანსფერებს უეფა განკარგავს და გააკონტროლებს, ასე რომ "სიტის" ბოლო შანსი აქვს მოიქცეს ისე, გეგონება სუპერმარკეტში შესული ფულიანი მყიდველი იყოს. ისტლენდერებს ფეხბურთელების თავის ნებაზე ყიდვის ბოლო შანსი ამ ზაფხულს ჰქონდათ... თუმცა, უკაცრავად, ჯერ კიდევ აქვთ. ეს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და რამდენიმე ელიტურ კლუბს არ ედარდება არაფერი. მათ დიდი ბიუჯეტები აქვთ შეუძლიათ ბაზრის ხარჯებიც იქ ჩასვან, "სიტის" ნაირებმა კი სანამ ცხვირთან კარს მიუჯახუნებენ, ბიუჯეტსგარეთა, პატრონ-სპონსორის მიცემული ფულის ახლა უნდა ხარჯონ.

სამუელი წერს: "რასაკვირველია, ბაზარი თავისთავად ირაციონალურია. ასე მაგალითად, "სიტიმ" ჯეიმს მილნერში იმდენივე ფული გადაიხადა, რამდენიც "რეალმა" მსოფლიოს ჩემპიონატის ორ აღმოჩენაში, მესუთ იოზილსა და სამი ხედირაში. დავიდ სილვა, რომელიც ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, გუნდის კაშკაშა ვარსკვლავზე, დავიდ ვილიაზე ბევრად იაფი სულაც არ ღირდა. იაია ტურეში "სიტიმ" 24 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაშინ, როდესაც "ინტერი" ტურეზე გაცილებით უკეთეს ჩამშლელ ნახევარმცველში არგენტინელ ხავიერ მასკერანოში ასეთსავე თანხას არ იხდის - ებევრება. მას მერე, რაც "მანჩესტერ სიტი" შეიხ მანსურმა იყიდა, კლუბმა ფეხბურთელების შეძენაში 350 მილიონი ფუნტი დახარჯა, მაგრამ განა ეს საკვირველია? პლატინი ხომ თავის თეორიებს რეალობად აქცევს და იმ დროისთვის, როდესაც უეფას პრეზიდენტი თავის რეჟიმს საბოლოოდ დაამყარებს, მანჩესტერელებს უნდათ, რომ ძლიერი შემადგენლობა ჰყავდეთ, ბირთვი უკვე შეკრული იყოს".

ამის შემდეგ მიმოხილველი კიდევ ერთ რამეს გვახსენებს: მყიდველმა გამყიდველს ფული შეიძლება ერთბაშადაც გადაუხადოს და ნაწილ-ნაწილაც. შესაბამისად, თუ "სიტი" ვთქვათ, იმავე მილნერის თანხას "ასტონ ვილას" ნაწილ-ნაწილ გაუსტუმრებს, გაისიდან უეფას ინტერესის გათვალისწინებაც მოუხდება, ხოლო თუ ერთბაშად გაიღებს, პლატინის ორგანიზაციას მასზე ხელი აღარ მიუწვდება.

"ასე და ამგვარად, "მანჩესტერ სიტის" შეფები არც ისე სულელები არიან, როგორც ზოგ-ზოგს ერთი შეხედვით ეჩვენება", - წერს მარტინ სამუელი.

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
იამალის რკინის ლოგიკა - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან