უეფამ დაადგინა, რომ ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების ელიტრაუნდთა წილისყრა 30 ნოემბერს გაიმართება
უეფამ დაადგინა, რომ ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირების ელიტრაუნდთა წილისყრა 30 ნოემბერს გაიმართება.

ჩვენმა 17-წლამდელებმა პირველი შესარჩევი ეტაპი ჯერ კიდევ სექტემბერში გადალახეს, ელიტრაუნდამდე 19-იანებსაც ერთი ნაბიჯი აშორებთ, მაგრამ სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ და ახლა 17-წლამდელებზე შევჩერდეთ. თანაც, ამ ასაკში, 19-წლამდელებისგან განსხვავებით, პირველი შესარჩევი რაუნდი უკვე დასრულებულია და, შესაბამისად, გარკვეულია ელიტრაუნდში გასული ყველა გუნდი.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ეტაპზე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, ვასილ მაისურაძის გუნდმა ბულგარეთსა და მასპინძელ მოლდოვას აჯობა, ბოლო, უმოტივაციო მატჩში კი შვედეთთან დამარცხდა. პირველზე გავიდოდით თუ მეორეზე, ეს არაფერს წყვეტდა, რადგან ელიტრაუნდში განთესვა ბოლო წლების ჯამური შედეგების მიხედვით ხდება.

საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, მესამე ან მეოთხე კალათში მოხვდება. ეს ამბავი მხოლოდ წილისყრის წინა დღეს დაზუსტდება.

ელიტრაუნდში ჩვენს 17-წლამდელებთან ერთად გავიდნენ უნგრეთი, ბელარუსი, რუსეთი, პორტუგალია, შოტლანდია, თურქეთი, ჩეხეთი, ირლანდია, დანია, იტალია, ინგლისი, ჰოლანდია, ბელგია, უკრაინა, შვედეთი, სერბეთი, ლიტვა, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ესპანეთი, პოლონეთი, გერმანია, ალბანეთი, ისლანდია, შვეიცარია, ყაზახეთი, მაკედონია.

ყაზახეთისა და მაკედონიის ნაკრებები ელიტრაუნდში საუკეთესო მესამეადგილოსნების სტატუსით მოხვდნენ.

გასულ თვეში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრთა სტატისტიკური მონაცემები გაგაცანით, ახლა კი მოკლედ გუნდურ მაჩვენებლებსაც გავეცნოთ:

- საქართველოს ნაკრებმა პირველი რაუნდის სამ მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამდენივე მიიღო (საშუალოდ მატჩში 1,67);

- მაისურაძის გუნდმა მეტოქის კარის ჩარჩოში 15-ჯერ დაარტყა (საშუალოდ მატჩში 5-ჯერ);

- ქართველებმა 12 კუთხური მოაწოდეს (საშუალოდ მატჩში 4)

- საქართველოს ნაკრები 41-ჯერ დაჯარიმდა (საშუალოდ მატჩში 13,67-ჯერ);

- ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ მეტოქეები 33-ჯერ დაჯარიმდნენ (საშუალოდ მატჩში 11-ჯერ);

- ქართველებმა 8 გაფრთხილება მიიღეს (საშუალოდ მატჩში 2,67);

- საქართველოს ნაკრების წევრთაგან არავინ გაუძევებიათ.

30 ნოემბერსვე გაიმართება ორივე ასაკში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის პირველი რაუნდის წილისყრა. აქ სულ ორი კალათა იქნება, თითოეულ ჯგუფში კი თითო კალათიდან ორ-ორი გუნდი მოხვდება. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომლის წინა რამდენიმე თაობამ ზედიზედ გააღწია ელიტრაუნდში, აუცილებლად პირველი კალათის ბინადარი იქნება, 19-წლამდელთა პოზიცია კი ჯერ გაურკვეველია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფაში ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას აპირებს და იმედია, მიზანსაც მიაღწევს. კარგი იქნება, თუ რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში ელიტრაუნდს ვუმასპინძლებთ, უარეს შემთხვევაში კი, არც ის იქნება ცუდი, თუ მომავალ შემოდგომაზე საქართველოში პირველი ეტაპის მატჩები ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე