<p>განის ნაკრების კაპიტანმა სტივენ აპიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.</p><p><br> განის ნაკრების კაპიტანმა სტივენ აპიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ფეხბურთელმა აფრიკული გუნდის შემადგენლობაში მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე იასპარეზა და სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე მეოთხედფინალშიც ითამაშა. სულ მის ანგარიშზე 69 სანაკრებო მატჩი და 17 გატანილი გოლია.</p><p>"ნაკრებში აღარ ვითამაშებ, რადგან საკლუბო კარიერა მაქვს მისახედი. იტალიის სერია A-ს ახალბედა "ჩეზენასთან" კონტრაქტი გავაფორმე და მსურს, ჩემს ახალ გუნდს იტალიურ ელიტაში დამკვიდრებაში დავეხმარო. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მენდო და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის ღირსების დაცვა მანდო. მეამაყება, რომ განური ფეხბურთის ბოლოდროინდელ წარმატებებში ჩემი მცირეოდენი წვლილიცაა. ჩემი ნაკრების ერთგული ვრჩები, მაგრამ ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, ამიტომ მსურს, დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და უმაღლეს დონეზე ვითამაშო. მსურს, ყველა გულშემატკივარსა და განელ ხალხს მადლობა ვუთხრა", - განაცხადა აპიამ, ვისაც თავის დროზე "უდინეზეში", "პარმაში", "ბრეშაში", "იუვენტუსში", "ფენერბაჰჩესა" და "ბოლონიაში" უთამაშია.</p>
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა