19-20 ნოემბერს ამსტერდამი ძიუდოისტთა "დიდ პრიზს" უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები გამოვა
19-20 ნოემბერს ამსტერდამი ძიუდოისტთა "დიდ პრიზს" უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა:

ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი (+100).

აქვე განვმარტავთ, რომ ესაა წინასწარი განაცხადი, რომელიც წასვლის წინ შეიძლება შეიცვალოს კიდეც. მით უფრო, ნაკრების თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი სამოაშია, სადაც საწვრთნელ კემპს ატარებს და ამ საკითხზე მისი აზრი არ ვიცით. სამოაში არიან ტატალაშვილი და ჭრიკიშვილიც, რომლებმაც იქაურ მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მწვრთნელისა და შეგირდების ეს სამეული სამოადანვე გადაფრინდება ჰოლანდიაში, დანარჩენები კი თბილისიდან წავლენ.

ამსტერდამის ტურნირი სალიცენზიო სტატუსისაა და ერთ-ერთი პრესტიჟულიც - ჩემპიონი 200 ქულას მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი - 120-ს, მესამე პრიზიორი - 80 ქულას, მეხუთეზე გასული - 40-ს და ასე შემდეგ. შეჯიბრება გამორჩეულია პრემიებითაც - საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია. აქედან ჩემპიონს 3 000 ეკუთვნის, მომდევნო ადგილების მფლობელებს შესაბამისად, 2 000 და 1000-1000 დოლარი.

სწორედ ტურნირის სტატუსიდან გამომდინარე მიდის ამსტერდამში პირველი შემადგენლობა - ზაიზენბახერმა უძლიერესებს უხმო, რადგან ქულების გარდა, შეგირდები წარმატებულ სატურნირო პრაქტიკასაც მიიღებენ. დასახელებულთაგან რამდენიმეს, მაგალითად - პაპინაშვილსა და ლიპარტელიანს, პრაქტიკულად, განაღდებული აქვთ ოლიმპიადის საგზური, უმეტესობა სალიცენზიო 22-კაციან კვოტაში კი შედის, თუმცა ქულათა მარაგის შევსება ჯერჯერობით კვლავაც სჭირდებათ.

აბსოლუტურად განსხვავებულია მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსან გუჯეჯიანის მდგომარეობა - შეიძლება ითქვას, ის თავიდან იწყებს ძიუდოში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლას. გაცდენილი წლების გამო მას ჯერჯერობით არც რეიტინგი გააჩნია და წონაში ადგილიც დაკარგა. ახლა ამ ყველაფრის დასაბრუნებლად ისევ თავიდან უნდა იბრძოლოს - საამისოდ მას შანსს აძლევენ.

ტურნირის დასრულების შემდეგ ამსტერდამში ერთობლივი ვარჯიშებიც ტარდება, თუმცა ჩვენები იქ არ რჩებიან - ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება, ნაწილი კი ზაიზენბახერთან ერთად იაპონიაში გაემგზავრება, სადაც ოთხკვირიან შეკრებას გაივლის.

იაპონიაში პაპინაშვილი, ტატალაშვილი, ჭრიკიშვილი, გუჯეჯიანი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური (90) წავლენ, ოღონდ ზურაბი კვლავაც მწვრთნელის სტატუსით იქნება. 9-11 დეკემბერს ტოკიოში ძიუდოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული შეჯიბრება - ძიგორო კანოს მემორიალი გაიმართება. იქ ჩვენი ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, ეს დასახელებული სპორტსმენებიც, თუმცა ცოტა გაუგებარია, ზაიზენბახერს სხვები რატომ არ მიჰყავს ამ ოთხკვირიან შეკრებაზე? თუნდაც 100 კილოგრამში, სადაც ოლიმპიური მედლის კანდიდატები გვყავს და მათ საგანგებო ხელშეწყობა სჭირდებათ.

ნუთუ კანოზე ასე სუსტი გუნდით გამოვალთ? შესაძლოა, მწვრთნელი იქ საჭიდავებელ ხალხს ამ შეკრებისგან ასვენებს - სავარაუდოდ, ახლაც ძალისმიერი ვარჯიშები ექნებათ და გადაიღლებიან, მაგრამ ნუთუ თავად შეკრება სხვებს არ სჭირდებათ? თუმცა იქნებ ჩვენები 17-18 დეკემბერს ჩინურ ქინგდაოშიც გამოვიდნენ "დიდ პრიზზე", რომელიც ასევე სალიცენზიოა და მწვრთნელმა ნაწილი იქ წაიყვანოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია