გუშინწინ 10-მდე კლუბის 18 წლამდე სპორტსმენთა მონაწილეობით თბილისის ღია ტურნირი კონტაქტურ კარატე - "ბუშიდოში" ჩატარდა
ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოსა და საბრძოლო ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით გუშინწინ ჩატარდა თბილისის ღია ტურნირი კონტაქტურ კარატეში - "ბუშიდო" (ანუ მეომრის გზა) - 10-მდე კლუბის 18 წლამდე სპორტსმენთა მონაწილეობით. ტურნირის შემდეგ საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა ცენტრის ხელმძღვანელს და საქართველოს გოჯუ-რიუ კარატეს შეფ-ინსტრუქტორს, მესამე დანის მფლობელს, მსოფლიოს ჩემპიონ ლევან როგავას ვესაუბრეთ.

- ყველა სპორტსმენი, ვინც ტურნირში მონაწილეობდა - ვაჟკაცია, მეომრის სულისკვეთებისაა და მიხარია, რომ საქართველოს ასეთი ჯანსაღი მომავალი ეზრდება - გვითხრა ლევანმა.

- ამბობენ, კონტაქტური კარატე საშიშიაო.

- შორიდან, შეიძლება ასე ჩანდეს, მაგრამ მინდა მკაფიოდ განვმარტო: სტილი ანუ სისტემა, რომელშიც ჩვენ ვვარჯიშობთ და მას გოჯუ რიუ ჰქვია, გვაძლევს საშუალებას ორგანიზმი ისე მოვამზადოთ და გავაძლიეროთ, რომ მძიმე დარტყმების ატანა შეეძლოს დაზიანებების გარეშე. ასე რომ, ყველას თამამად შეუძლია ივარჯიშოს კონტაქტურ კარატეში.

- ტურნირს სახელად "ბუშიდო" რატომ შეურჩიეთ?

- ქართველები მებრძოლები ვართ და ამიტომაც იაპონურიდან შევარჩიეთ ჩვენი სულის და ფიზიკური მდგომარეობის გამომხატველი სახელი - "ბუშიდო". ჩვენ ვზრდით, ნამდვილ მეომრებს, რომლებიც კარატეს ტატამზეც და ცხოვრებაშიც ვაჟკაცურად იბრძოლებენ. დავამატებ, რომ ტურნირი ყოველწლიური გახდება. გვინდა იგი უცხო ქვეყნებისთვისაც პრესტიჟულად ვაქციოთ.

-ტურნირი პრიზებითაც გამორჩეული იყო.

- მედლები და დიპლომები თავისთავად. ფედერაციამ დააწესა სპეციალური თასი საუკეთესო მებრძოლისთვის, რომელიც ალექსანდრე ჯაფარიძემ მიიღო. ამ ბიჭმა საოცრად ლამაზად, არაჩვეულებრივი ტექნიკით და ძალით, მოქნილობით და სისწრაფით იბრძოლა. "ფერგანამ" დააწესა სპეციალური პრიზი, რომელიც წალენჯიხელ სპორტსმენს, კიდევ ერთ საუკეთესო კარატმენს ერგო მაღალი დონის ტექნიკისთვის. იყო სხვა პრიზებიც.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?

- სურვილი გვაქვს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან, რათა დიდ წარმატებებს მივაღწიოთ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენსა და ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ვიცე -შეფ-ინსტრუქტორს შორის მიღწეულია შენათანხმება, რომ ჩვენთან სემინარი ჩაატაროს 2012 წლის 21-23 ივნისს. ეს არის ლეგენდარული ოსტატის, მეათე დანის მფლობელის, მორიო ჰიგაონას პირადი მოსწავლე და ასევე ლეგენდად ქცეული კარატმენი და მისგან ქართველები ბევრს ვისწავლით. ასე რომ, სპორტსმენებს მრავალ ტურნირსაც ვპირდებით და ცოდნის ამაღლებასაც.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა