ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მეგობარმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

მეგობარმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის მოწვევით ოთხი დღეა, თბილისში იმყოფება სახელოვანი უკრაინელი რაპირისტი
საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის მოწვევით ოთხი დღეა, თბილისში იმყოფება სახელოვანი უკრაინელი რაპირისტი, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი (მათ შორის - სამჯერ პირადში - 1997-1999 წ.წ.), ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ხუთგზის მსოფლიოს თასის მფლობელი, მსოფლიოს უნივერსიადის, ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გამარჯვებული სერგეი გოლუბიცკი. საპატიო სტუმარმა ქართველი მწვრთნელებისა და სპორტსმენებისთვის ოთხდღიანი სემინარები ჩაატარა, კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა.

- თბილისში პირველად 19 წლისა ჩამოვედი, - მითხრა სერგეი გოლუბიცკიმ, რომელსაც ფარიკაობის დარბაზში შევხვდი. - 1988 წელს საქართველოს დედაქალაქში ახალგაზრდა მოფარიკავეთა საკავშირო პირველობა გაიმართა. ნახევარფინალში მასპინძელ ოლეგ ჩერნიშოვთან დავმარცხდი და მესამე ადგილი დავიკავე.

მომდევნო წელს ოლეგმა დნეპროპეტროვსკში მსგავსი შეჯიბრების გადამწყვეტ ორთაბრძოლაშიც მაჯობა. ჩემთვის მთავარი კი ის იყო, რომ დავუმეგობრდი შესანიშნავ სპეციალისტებსა და პიროვნებებს - ლუდვიგ ღაღანიძეს, ვლადიმერ აფციაურს, მოგვიანებით გავიცანი მერაბ ბაზაძე და დავით სახვაძე. მათთან და სხვა ქართველ კოლეგებთან ურთიერთობას დღემდე განვაგრძობ. სწორედ, მათ მომიწვიეს თბილისში.

მახსოვს, საკავშირო საწვრთნელი შეკრებებისას ბევრი რჩევა-დარიგება მიმიღია ბატონი ლუდვიგისგან, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.

ვლადიმერ აფციაურს საფარიკაო ბილიკზე პირველად 1985 წელს ხარკოვში საბჭოთა კავშირის თასზე შევხვდი. ის ორთაბრძოლა 3:5 წავაგე.

მარცხის მიუხედავად, უაღრესად ბედნიერი ვიყავი, რადგან ბატონი ვლადიმერი მაშინ ცნობილი მოფარიკავე იყო და ალექსანდრ რომანკოვთან ერთად კერპად მივიჩნევდი. ეს გრძნობა მას შემდეგ გამიძლიერდა, რაც ისინი 1988 წელს სეულში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. აბა, მაშინ 16 წლის ბიჭი რას ვიფიქრებდი, რომ დადგებოდა დრო და საკავშირო ნაკრებში მათ გვერდით მომიწევდა გამოსვლა. 1990 წელს მე და აფციაურმა ლიონში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. წინა წელს კი საბჭოთა ნაკრები, რომლის ღირსებასაც ალექსანდრ რომანკოვთან, ბორის კორეცკისთან, დმიტრი შევჩენკოსთან და ილგარ მამედოვთან ერთად მეც ვიცავდი, ჩემპიონი გახდა. იმ წელიწადს გუნდში მოსახვედრად აფციაურს არ უბრძოლია - სეულის თამაშების შემდეგ მცირე ხნით დასვენება არჩია.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- გერმანიის ქალთა ნაკრებს ვწვრთნიდი. ჩემი მეუღლე იქაურია - რაპირაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი. მონდომებით ემზადება ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად და ახლა მხოლოდ მას ვეხმარები.

- ქართველ კოლეგებთან კონტაქტების გაღრმავებას თუ ეცდებით?

- აუცილებლად. დეკემბერში გერმანული დორმაგენი ახალგაზრდა მოხმალავეთა მსოფლიოს თასის ეტაპს უმასპინძლებს. ქართველ კოლეგებთან შევთანხმდით, რომ ამ შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად თქვენი მოფარიკავეები - სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას ჩემს ქალაქში - თაუბერბიშოფსხაიმში გაივლიან. იქ ოლიმპიური ბაზა გვაქვს კარგი სასტუმროთი, საცურაო აუზით, სატრენაჟორო დარბაზებითა და 48 საფარიკაო ბილიკით. კარგი ჭაბუკი რაპირისტი გყოლიათ - საქართველოს ჩემპიონი ლუკა ღაღანიძე. მინდა გამოცდილება გავუზიარო. ფედერაციის მესვეურებს გერმანიაში მისი წამოყვანაც ვთხოვე. თურმე ლუკა ლუდვიგ ღაღანიძის შვილიშვილი ყოფილა. მე კი, როგორც გითხარით, ბატონ ლუდვიგთან ვალში ვარ.

მომავალ შაბათ-კვირას პოლონურ სასნოვეცში ახალგაზრდების მსოფლიოს თასის ეტაპზე მოხმლავე სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი იასპარეზებენ, ხოლო ბურსაში (თურქეთი) მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირში საქართველოს 13 წარმომადგენელი ჩაებმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა

გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად