1 000 000 ევრო და გრძელი რიგი ქართველისთვის: "ოლიმპიაკოსი", აეკ-ი, "ბირმინგემი", "დინამო"
თემურ ქეცბაიამ დავით თარგამაძე საქართველოს ნაკრებში ზაფხულში მიიწვია და "ოლექსანდრიას" შემტევი ნახევრმცველის ჩინებულ თამაშს უკვე იმხელა რეზონანსი მოჰყვა, რომ დათოს დაინტერესებული კლუბების რიგი დაუდგა.

უკრაინული "სპორტ-ექსპრესი" სენსაციურ ცნობას აქვეყნებს - თარგამაძე პორტუგალიური ფეხბურთის ლიდერ "პორტუში" გადადისო.

"ევრო 2012-ის შესარჩევი ჯგუფის ბოლო ტურში საქართველო-საბერძნეთის შეხვედრას "პორტუს" სკაუტები დაესწრნენ. პორტუგალიელები "ოლექსანდრიას" შემტევ ნახევარმცველ დავით თარგამაძეს აკვირდებოდნენ.

საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელმა წინა სამი შეხვედრა პოლონეთთან, ლატვიასთან და მალტასთან ითამაშა და, ექსპერტთა ერთსულოვანი შეფასებით, სამივეში მოედანზე საუკეთესო იყო. საბერძნეთთან შეხვედრაში დავითმა გოლიც გაიტანა.

"პორტუს" სელექციონერებმა გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიტორ პერეირას ყურადღება მიაპყრობინეს მოთამაშის სისწრაფეზე, ტექნიკაზე, არაორდინარულ დრიბლინგსა და შრომისუნარიანობაზე.

არსებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელთან წინასწარი კონტრაქტი ნოემბრის ბოლოს გაფორმდება, 2012 წლის დამდეგს კი, როდესაც ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, თარგამაძე "პორტუში" გადავა.

თავად ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ბერძნებთან თბილისურ შეხვედრას მისი მენეჯერი ანდრეი ბილეიჩუკი დაესწრო და სხვა სამი უცხოური კლუბის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ მატჩს. თუმცა, მისი თქმით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

"სპორტ-ექსპრესის" კითხვას, რამ განაპირობა ის, რომ ფეხბურთელმა "ოლექსანდრიასთან" კონტრაქტი 2013 წლამდე გააფორმა, ანდრეი ბილეიჩუკმა უპასუხა:

"უპირველესად, ეს იყო კლუბის პრეზიდენტ ნიკოლაი პავლენკოს მიმართ გამოხატული პატივისცემა, რომელიც ძალიან დაინტერესებულია ნიჭიერი ფეხბურთელის მომავლით. გარდა ამისა, ეს არის პასუხი იმ ორი უკრაინული კლუბის საქციელზეც, რომლებმაც თარგამაძესთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება კლუბის დაუკითხავად სცადეს. ამ კლუბების უწესო ქმედებების მტკიცებულებები უახლოეს პერიოდში უკრაინის ფედერაციის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტს გადაეცემა" - იუწყება უკრაინული "სპორტ-ექსპრესი".

დიდი ხანია, ანდრეი ბილეიჩუკი ქართველ ფეხბურთელებთან თანამშრომლობს. მისი პირველი ჩვენებური კლიენტი საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე იყო.

შეგახსენებთ, თარგამაძემ "ლელოს" ახლახან განუცხადა, რომ რუსეთში გადასვლა ყველაზე რეალურად მიაჩნია, დაინტერესებული კლუბებიდან კი მოსკოვის "დინამო" დაასახელა.

გუშინ დათოს უკრაინაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "პორტუსთან" დაკავშირებით შენი კომენტარი უკვე გავრცელდა.

- პორტუგალიელებთან მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს. ცხადია, მის შედეგებს მეც მოუთმენლად ველოდები.

- "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, "პორტუსთან" წინასწარ კონტრაქტს ნოემბერში გააფორმებ. მოსალაპარაკებელი რაღა დარჩა?

- ჯერ საბოლოოდ არ შევთანხმებულვართ და არც მოლაპარაკება დასრულებულა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დაინტერესებული კლუბებიდან "ოლექსანდრიას" რომელი მოელაპარაკება - გუნდს ხომ ჩემი კონტრაქტი 2013 წლამდე ეკუთვნის.

- ამ ცოტა ხნის წინ შენს მსურველებში მოსკოვის "დინამო" ახსენე, ეს მოლაპარაკება ჩაიშალა?

- არა, რატომ, მენეჯერი მეუბნება, რომ მსურველთა შორის მოსკოვის "დინამოც" არის და მოლაპარაკება მასთანაც მიმდინარეობს.

- თარგამაძის თამაშის სანახავად საქართველო-საბერძნეთს თბილისში კიდევ სამი კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენო. როგორც ჩანს, წინადადებების ნაკლებობას არ უჩივი.

- მენეჯერის თქმით, სხვა ცნობილი კლუბებიც დაინტერესდნენ, "ოლიმპიაკოსი", "პანათინაიკოსი", აეკი. ერთ-ერთმა დანიელმა მენეჯერმა "ბირმინგემში" თამაში შემომთავაზა, ინგლისელებიც საკმაოდ აქტიურობენ.

- ყველაზე რეალური რომელ კლუბში გადასვლაა?

- ამაზე ჯერ ვერ გიპასუხებთ, რადგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საბოლოო პასუხი დეკემბრის ბოლოს მეცოდინება.

- "ოლექსანდრია" შენს ტრანსფერში თავიდან 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.

- კლუბთან ახალ კონტრაქტში პირდაპირ ჩაიწერა, რომ მისი გაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემით დაინტერესებული კლუბი "ოლექსანდრიას" მილიონ ევროს გადაუხდის.

- პირადად შენი სიმპათია რომელი კლუბისკენ იხრება?

- ყველა დასახელებული კლუბი ჩემთვის მიმზიდველია, მაგრამ გული მაინც "პორტუსკენ" მიმიწვეს და ერთი სული მაქვს, გარიგება შედგეს. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული, მთავარია, პორტუგალიელებმა კლუბთან მოილაპარაკონ.

- ბოლო ტურში "ვორსკლასთან" ითამაშე, როგორც ჩანს, ტრავმა საბოლოოდ მოირჩინე.

- კოჭის ტრავმა მცირე ტკივილს ნებისმიერ შემთხვევაში ტოვებს, მაგრამ სერიოზული არაფერია. პოლტაველებთან ნახევარი საათი მათამაშეს და ტკივილს ხელი არ შეუშლია.

ძნელი გასახსენებელია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მისი მუდმივი მონაწილე ქართველი ფეხბურთელით ბოლოს როდის დაინტერესდა. და თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, უდავოდ ქართული ფეხბურთის წლის მოვლენა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

valoki
ფეხბურთელს როცა სკამზე ჯდომის ეშინია და სასტავში ვერ მოხვედრას ფიქრობს ფეხბურთელი ვერასოდეს დადგება. ეს ბიჭი კიდე ძალიან მშრომელია და მონდომებული, უფლის შეწევნით ყველაზე კარგ ვარიანტში მოხვდება ჩვენი თარგამაძე იმედი მაქვს
tazo
პორტოსკენ კი მიუწევს გული, მაგრამ არ ეშინია, რომ სკამზე იჯდება ხოლმე
Qartveli!
დავიით : ** უფალი შენკენ ყველაფერი გამოვა ჯიმა !!!!
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს