19-წლამდელთა ნაკრების თავკაცის თქმით, გუნდის ძირითად ბირთვს დინამოელები შეადგენენ
თურქეთში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს 3:1 მოუგო და მასპინძლებთან ფრედ 1:1 ითამაშა.

ლუქსემბურგთან მატჩის წინ ჩვენს გუნდს ელიტ-რაუნდში გასვლის რეალური შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსებას "დინამოს" დუბლშემადგენლობის 8 ფეხბურთელი იცავს: ლევან ტყეშელაშვილი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ოთარ დოლიძე, ნიკა სანდოხაძე, დავით ხოჭოლავა და არჩილ ტვილდიანი.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი "დინამოს" დუბლშემადგენლობის თავკაცი გიორგი დევდარიანი გახლავთ, რომელსაც თურქეთში შევეხმიანეთ.

გიორგი დევდარიანი:"ასეთ ტურნირებზე პირველ მატჩს, ყოველთვის ძალიან დიდი და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ შეხვედრას პირადად ჩემთვის თუ გუნდის ნებისმიერი წევრისთვის ყოოველთვის თან ახლავს ფსიქოლოგიური წნეხი და დატვირთვა.

პოლონეთთან მოგების შემდეგ, ეს ბარიერი დაძლეულ და გადალახულ იქნა. პოლონეთთან თამაშმა, დაგვარწმუნა ყველა ჩვენთაგანი, რომ თურქეთთან მოგებაც რეალურად იყო შესაძლებელი. ასე რომ მასპინძლებთან თამაშზეც გაძლიერებულები და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები გავედით.

არ მინდა მსაჯს გადავაბრალო, თურქებთან მოსაგები მატჩის ვერ მოგება, მაგრამ ვერც იმას დავმალავ, რომ მსუბუქად, რომ ვთქვა არბიტრი დიდი სიმპათიებით იყო განწყობილი მასპინძელთა მიმართ. გუშინ გამართულ საორგანიზაციო მიტინგზე, რომელსაც ყველა გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ტურნირის კომისარმა ღიად მოგვიბოდიშა კიდეც.

ლუქსემბურგთან მატჩისთვის დიდი მონდომებით და მობილიზებით ვემზადებით. ჭანტურიას დისკვალიფიკაცია, ცხადია დაასუსტებს ჩვენი გუნდის შემტევ პოტენციალს.

ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ მოწინააღმდეგის თამაში. ლუქსემბურგი პირველ მატჩებში მეორე ნომრად თამაშობდა და საგოლე მომენტების გამოყენება რომ შეეძლო, ბევრად უკეთეს შედეგსაც აჩვენებდა. ბოლო მატჩში მეტოქეს დასაკარგი არაფერი აქვს. თუმცა ისიც აშკარაა, რომ სათამაშო კლასით თუ გუნდური თამაშით, უპირობო ფავორიტები ვართ. ჩვენს ნაკრებს ისიც ძალიან აძლიერებს, რომ გუნდის ძირითად ბირთვს დინამოელები შეადგენენ. რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი პლიუსია და აადვილებს საქმეს".

fcdinamo.ge

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა