ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, ჩეხი ნახევარმცველი დავიდ იაროლიმი ზამთარში სავარაუდოდ "ჰამბურგს" გამოეთხოვება
ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, ჩეხი ნახევარმცველი დავიდ იაროლიმი ზამთარში "ჰამბურგს" სავარაუდოდ გამოეთხოვება.

ეს ინფორმაცია გუშინ გავრცელდა და გუშინვე, ჩრდილოგერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა ოფიციალურად დაადასტურა.

"მან "ჰამბურგისთვის" ბევრი გააკეთა და ღირსეულად უნდა გავაცილოთ. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, მზად ვართ, ზამთარში უფასოდ დავთმოთ," - განაცხადა არნესენმა.

32 წლის იაროლიმი "ჰამბურგში" 2003 წლიდან თამაშობს და მას მერე, HSV-ს მაისურით ბუნდესლიგაში 242 მატჩი (14 გოლი) ჩაატარა.

მიმდინარე სეზონში კი მას მხოლოდ შვიდ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჰამბურგელთა ახალი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი არ მალავს, რომ გუნდის ექს-კაპიტანი აღარ სჭირდება. მის ხელში იაროლიმმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მაშინაც შეცვლაზე ითამაშა. არნესენის თქმით, იაროლიმს 2-3 წლის შემდეგ, როცა კარიერას დაამთავრებს, "ჰამბურგში" ბავშვთა მწვრთნელად მუშაობას შესთავაზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია