ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

NBA დაგვემშვიდობა

NBA დაგვემშვიდობა

მოთამაშეთა პროფკავშირმა უარყო კლუბების მფლობელთა მიერ შედგენილი კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი, რაც NBA-ში სეზონის ჩაშლას ნიშნავს
გუშინ, გვიან ღამით პრაქტიკულად გადაწყდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2011-12 წლების სეზონის ბედი.

მოთამაშეთა პროფკავშირმა უარყო კლუბების მფლობელთა მიერ შედგენილი კოლექტიური ხელშეკრულების ახალი ვარიანტი, რაც ლოკაუტის გაგრძელებასა და სავარაუდოდ, NBA-ში სეზონის ჩაშლას ნიშნავს.

შეგახსენებთ, თუ კალათბურთელები თანხმობას განაცხადებდნენ ხელშეკრულების ამ ვარიანტზე, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში სეზონი 15 დეკემბერს დაიწყებოდა და თითო გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში 72 მატჩს ჩაატარებდა.

"მოთამაშეებმა გააცნობიერეს, რომ მზად არ არიან ამ წინადადების მისაღებად, რადგან ის არასამართლიანად მიაჩნიათ. ახლა ვაპირებთ გავაგრძელოთ სასამართლო პროცესი, რომელშიც ლიგის ხელმძღვანელობა მონოპოლიაში იქნება დადანაშაულებული. თუ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება შექმნილ სიტუაციაში. ორი წლის განმავლობაში მოთამაშეები კეთილსინდისიერად ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ლოკაუტი, მაგრამ ლიგის ხელმძღვანელობამ და კლუბების მფლობელებმა არ გადმოდგეს შემხვედრი ნაბიჯები", - განაცხადა პრესკონფერენციაზე პროფკავშირების აღმასრულებელმა დირექტორმა ბილი ჰანტერმა.

"რაც უფრო მეტხანს მიდიოდა მოლაპარაკებები კლუბების მფლობელებთან, მით უფრო უკეთ ვხვდებოდით, რომ ის შედეგს არ მოიტანდა.

ახლა, ჩვენს იურისტებს სრულ თავისუფლებას მივცემთ მოქმედებაში და ისინი სარჩელს შეიტანენ ლიგის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ კომიტეტში. კვლავინდებურად გვინდა დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაოს და გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მივყავართ საჭირო შედეგამდე", - ეს პროფკავშირების პრეზიდენტის დერეკ ფიშერის სიტყვებია.

"პროფკავშირის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ 2011-12 წლების სეზონი რეალური საფრთხის წინაშეა. ჩემი აზრით, მოთამაშეებს ამ საქციელით უბრალოდ კლუბების მფლობელთა შეშინება სურდათ.

როცა ორი წლის განმავლობაში აწარმოებთ მოლაპარაკებებს და კომპრომისამდე ვერ მიდიხართ, ამ შემთხვევაში დგება არჩევანის მომენტი - ჩატარდეს თუ არა სეზონი? მე არ მივიჩნევ ამას ულტიმატუმად. ეს მართლაც ნამდვილი ტრაგედიაა. მაკვირვებს ის მონდომება, რომლითაც კალათბურთელები საკუთარ თვითგანადგურებაზე წავიდნენ.

მე რომ მოთამაშე ვიყო, პირველ რიგში დავფიქრდებოდი იმაზე, რას აკეთებს ჰანტერი. კალათბურთელებმა უდიდესი შეცდომა დაუშვეს, როცა ცალკეული პიროვნებების პროვოკაციებზე წამოეგნენ", - ასეთი კომენტარი გააკეთა შექმნილ სიტუაციაზე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარმა დევიდ სტერნმა.

საყოველთაო შეფასებით, ასეთ სიტუაციაში წაგებულნი, პირველ რიგში, კალათბურთელები დარჩებიან. აუცილებლად ასრულდება სტერნის წინასწარმეტყველება და მოთამაშეებს მოგვიანებით გაცილებით უარეს პირობებზე მოუწევთ დათანხმება, ვიდრე ახლა სთავაზობდნენ. რაღაც მსგავსი რამდენიმე წლის წინ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მოხდა. მაშინაც ჰოკეისტები ჯიუტად იდგნენ თავისაზე და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლას აპირებდნენ... შემდეგ რა მოხდა? სეზონი მთლიანად დაიკარგა, რის შემდეგაც მოთამაშეებმა პოზიციები დათმეს და იმის ნახევარი მიიღეს, რასაც ერთი წლის წინ კლუბების მფლობელები სთავაზობდნენ.

კარგად დაწერა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მატიას კანტორმა, რომელიც "ტვიტერზე" ლიგის სიახლეებს ათავსებს მეტსახელით - "დოქტორ NBA". "დღევანდელი დღე - ყველაზე ბედნიერია ევროლიგის ფანებისთვის", - სამართლიანად აღნიშნა მან. რამდენიმე კარგი კალათბურთელი უკვე წავიდა ევროპაში სათამაშოდ, ბოლო დღეებში ბევრ წერენ რამდენიმე კლუბის მხრიდან კევინ დურანტით დაინტერესების შესახებ, ასე რომ, საკალათბურთო ცენტრი, მინიმუმ ერთი წლით, შესაძლოა, ევროპაში გადმოვიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა

რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად