30 იანვარს, მილანში დაიწყება სასამართლო პროცესი, რომელიც ღამის კლუბ Hollywood-ში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება
30 იანვარს, მილანში დაიწყება სასამართლო პროცესი, რომელიც ღამის კლუბ Hollywood-ში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება.

ამ საქმეში ფიგურანტებად გადიან ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ედი ირვაინი და ქალაქის ყოფილი მერის ვაჟი გაბრიელე მორატი. მხარეებმა არ მოისურვეს ერთმანეთში კონფლიქტის მოგვარება და ახლა ყველაფერს სასამართლო დაადგენს.

Correra dello Serra-ს ინფორმაციით, ეს ისტორია 2008 წლის 20 დეკემბერს დაიწყო. სწორედ მაშინ, პოპულარულ ღამის კლუბში მისულმა მორატიმ ირვაინი თავისი ყოფილი შეყვარებულის კომპანიაში აღმოაჩინა. მამაკაცებს შორის ჯერ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, შემდეგ კი მათ შორის ჩხუბი ატყდა. ედის თქმით, იტალიელმა მას სახეში გაარტყა, ირლანდიელმა პილოტმა კი საპასუხოდ მერის ვაჟს ჭიქა ესროლა.

ჩხუბი საკმაოდ სერიოზული იყო. ექიმებმა მორატისაც და ირვაინსაც საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აღმოუჩინეს. რა თქმა უნდა, არც ერთი მხარე არ აპირებს საკუთარი დანაშაულის აღიარებას. ასე რომ, ახლა სიტყვა მილანელ მოსამართლე პაოლო ტოტიზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა