ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კვიტოვას სეზონი

კვიტოვას სეზონი

ჩეხი ჩოგბურთელი პეტრა კვიტოვა 2011 წლის საუკეთესო ჩოგბურთელად აღიარეს
ჩეხი ჩოგბურთელი პეტრა კვიტოვა 2011 წლის საუკეთესო ჩოგბურთელად აღიარეს. წლევანდელ სეზონში 21 წლის ჩოგბურთელმა ექვსი ტურნირი მოიგო, მათ შორის უიმბლდონი და წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი. გარდა ამისა, კვიტოვა ჩეხეთის ნაკრებს არსებობის ისტორიაში პირველად ფედერაციის თასის მოგებაში დაეხმარა.

პეტრა განვლილი სეზონის კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა - "ჩოგბურთელი, რომელმაც ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა", ხოლო პროფესიონალიზმისთვის, საქმისადმი მიდგომისა და fair play-ის პრინციპების დაცვისთვის მას კარენ კრანცკეს სახელობის პრიზი გადასცეს.

"ეს მართლაც საოცნებო სეზონი იყო, - განაცხადა კვიტოვამ. - ჩემთვის დიდი პატივია "წლის მოთამაშის" პრიზის მიღება და წარსულის დიადი ვარსკვლავების გვერდით დგომა. განსაკუთრებით მარტინა ნავრატილოვას გამოვყოფდი. ყოველთვის სასიამოვნოდ მომაგონდება 2011 წლის სეზონი და იმედი მაქვს, მომავალში განვავრცობ ამ წარმატებას".

წლის საუკეთესო წყვილად გამოაცხადეს 2011 წლის უიმბლდონის ტრიუმფატორების - კვეტა პეშკესა და კატარინა სრებოტნიკის დუეტი.

მარბელიასა და ბუდაპეშტის ტურნირების ფინალისტმა, რუმინელმა ირინა-კამელია ბეგუმ, რომელმაც წლის განმავლობაში 214-ე ადგილიდან 38-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაიმარჯვა "წლის ახალბედას" ნომინაციაში.

გერმანელმა საბინ ლისიცკიმ მოიპოვა "წლის დაბრუნების" პრიზი. ფეხზე უმძიმესი ოპერაციის გადატანის შემდეგ მან მოიგო ტიტულები ბირმინგემსა და დალასში, მიაღწია უიმბლდონის ნახევარფინალამდე და საბოლოოდ, მსოფლიო კლასიფიკაციის მე-15 პოზიციაზე დამკვიდრდა.

გამოცდილმა იტალიელმა ფრანჩესკა სკიავონემ მიიღო პრიზი - "მოთამაშეებისთვის სამსახურში", რომელიც გადაეცემა ჩოგბურთელს, ვინც სხვებზე მეტად უჭერს მხარს თავის კოლეგებს - WTA-ში მოთამაშეთა საბჭოსა თუ სხვა მეთოდების დახმარებით.

გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა "საყვარელი ჩოგბურთელი". ის გახდა პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა. "საყვარელი წყვილი" შეადგინეს ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ და რუსმა მარია კირილენკომ, ხოლო იმავე გულშემატკივართა ვერსიით წლის გარღვევის ნომინაცია კვლავ პეტრა კვიტოვამ მოიგო.

"პრემიერის" კატეგორიის ტურნირებიდან საუკეთესოდ დაასახელეს "პორშეს გრანპრი" შტუტგარტში, International-ის კატეგორიდან კი გამოარჩიეს Abierto Mexicano TELCEL აკაპულკოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო