წლევანდელი სეზონის წინ ამერიკელი მერდი ფიში რეიტინგის მეორე ასეულის წევრი იყო, მაგრამ თანდათან გამოასწორა სიტუაცია.

წლევანდელი სეზონის წინ ამერიკელი მერდი ფიში რეიტინგის მეორე ასეულის წევრი იყო, მაგრამ თანდათან გამოასწორა სიტუაცია. მან ჯერ ლონდონის ტურნირის ფინალში ითამაშა, ტიტულები მოიგო ნიუპორტის ბალახის საფარსა და ატლანტას ჰარდზე. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ცინცინატის მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად და ორგანიზატორებმა ფიშს სპეციალური მიწვევა გაუგზავნეს. ამერიკელმა ნდობა გაამართლა - მერდიმ ენდი მიურეი და ენდი როდიკი დაამარცხა და კარიერაში მასემედ გავიდა მასტერსის ტურნირის ფინალში. მანამდე იყო გადამწყვეტი მატჩები ცინცინატიში (2003 წელს) და ინდიან უელსში (2008). სხვათა შორის, ინდიან უელსში ფიშმა კარიერაში პირველად (და ჯერჯერობით უკანასკნელად) შეძლო თავისი გუშინდელი მეტოქის - როჯერ ფედერერის დამარცხება, თანაც შვეიცარიელს ნახევარფინალში მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო.

როჯერ ფედერერისთვის ეს მასტერსის რიგით მეოცე ფინალი იყო. მარტო ცინცინატიში მან მეოთხედ მოიპოვა გადამწყვეტი მატჩის საგზური, ამასთან, წინა სამი ფინალი მოგებული ჰქონდა, მათ შორის შარშან სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. ამერიკელს კი პირიქით, მასტერსის ფინალებში არასოდეს გაუმარჯვია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს იბრძოდა, მინიმუმ სეტსაც იგებდა, მაგრამ ბოლოს მაინც მარცხდებოდა. ისტორია ამჯერდაც გამეორდა.

პირველ პარტიაში სათამაშო უპირატესობას როჯერი ფლობდა, მაგრამ ოთხი ბრეიკ-პოინტის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლო მეტოქის გეიმის აღება, რაშიც დამნაშავე ფიშის კარგი მოწოდებები იყო. ფედერერს ტაი-ბრეიკზეც კარგი შანსი ჰქონდა - 5:4-ს იგებდა და ორი მოწოდება უნდა შეესრულებინა. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ორივე გათამაშება წააგო, მერდიმ კი საკუთარ მოწოდებაზე სეტბოლი გამოიყენა და დაწინაურდა - 7:6(5).

მეორე სეტში მეტოქეები კიდევ უფრო უკეთ აწვდიდნენ - ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ამერიკელს პარტიის შუაში ჰქონდა. მან ფორჰენდის შესრულებისას შეცდომა დაუშვა და შანსი ვერ გამოიყენა. დაინიშნა მეორე ტაი-ბრეიკი, სადაც ფედერერი მეტოქეზე გაცილებით აქტიური იყო. წელს ამერიკელს 23 ტაი-ბრეიკიდან 19 ჰქონდა მოგებული, თუმცა როჯერმა არაფრად ჩააგდო ფიშის ეს შთამბეჭდავი სტატისტიკა და შემოკლებული გეიმში გაანადგურა მასპინძელი - 7:1.

ამ წარუმატებლობას ფიშზე არ უმოქმედია. ის ტაქტიკას არ ცვლიდა და დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას. ფედერერმა ერთადერთი შანსი მეცხრე გეიმში მიიღო და ის ხელიდან აღარ გაუშვა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. როჯერმა მატჩზე ჩააწოდა და ზედიზედ მეორედ მოიგო ცინცინატის მასტერსი - 6:4.

სხვათა შორის, ფედერერი მასტერსის ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით ლეგენდარულ ანდრე აგასის გაუთანაბრდა. როჯერისთვის ეს მე-17 ტრიუმფი იყო და ახლა მხოლოდ რაფაელ ნადალს ჩამორჩება, ვისაც 18 გამარჯვება აქვს. გარდა ამისა, ეს იყო ფედერერის 63-ე ტიტული ATP-ის სერიის ტურნირებში. ამ მაჩვენებლით ის მეხუთე ადგილს იყოფს ბიორნ ბორგთან. ეს დუეტი ჯიმი კონორსს, ივან ლენდლს, ჯონ მაკინროისა და პიტ სამპრასს ჩამორჩება.

რაც შეეხება ქალების ტურნირს მონრეალში, უკვე ორი დღეა ვერ ხერხდება მისი დასრულება. კვირას გადაუღებლად წვიმდა და ჩოგბურთელებმა ერთი გეიმი ჩატარებაც ვერ შეძლეს, არადა ჯერ ნახევარფინალებიც არ გამართულა. მატჩები ორშაბათისთვის გადაიტანეს.

ATP

Masters

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 430 000 დოლარი

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მარდი ფიში (აშშ) 6:7(5), 7:6(1), 6:4.

ლელო

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა