ხორვატიის ქალაქ ოპატიაში მოჭადრაკე სენიორთა 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩვენებურებმა მოგებით დაიწყეს
ხორვატიის ქალაქ ოპატიაში გუშინ დაიწყო მოჭადრაკე სენიორთა 21-ე მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელიც მონაწილეობს.

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც მსგავსი შეჯიბრების გამარჯვებულიცაა, ასპარეზობის სტარტზე რუს მარტა კომიშევას 33-ე სვლაზე გააჩერებინა საათი.

ჩრდილოელ მოჭადრაკეებს აჯობეს სენიორთა ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა თამარ ხმიადაშვილმა, საქართველოს ჩემპიონმა ნინო მელაშვილმა, რომლებმაც ნინა შუშპანოვა და ტატიანა შმვრევა დაამარცხეს.

ასევე, წარმატებას მიაღწიეს ტურნირის ფავორიტებმა - ელენა ფატალიბეკოვამ, ვალენტინა კოზლოვსკაიამ, გალინა სტრუტინსკაიამ, ლუდმილა საუნინამ (ყველა - რუსეთი). მათ,შესაბამისად, ლარისა ხროპოვას (რუსეთი), შირხინ ბათხენგელის (მონგოლეთი), არია-სოლვეიჯა აბილინას (ლატვია) და მირა კიერზეკს (მაკედონია) მოუგეს. სულ 40-დან 18-მა მოჭადრაკემ ჩაიწერა გათამაშების ცხრილში პირველი ქულა.

დღეს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართება: ნატალია ტიტორენკო-ნონა გაფრინდაშვილი, გალინა სტრუტინსკაია-ნინო მელაშვილი,თამარ ხმიადაშვილი-ნატალია ჩერნოვა, ელენა ფატალიბეკოვა-ტამარა სოროკინა, ტატიანა ბოგომილი-ვალენტინა კოზლოვსკაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა