ზუსტად ერთი წლის წინ, ბერლინში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, ამჯერად კი გერმანიის დედაქალაქმა დიდ საერთაშორისო ტურნირს - ISTAF-ს უმასპინძა, რომელიც "ბრილიანტის ლიგის" სერიაში ვერ მოხვდა, თუმცა ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა და რაც მთავარია, მაყურებელმა მსოფლიოს რეკორდი იხილა.

ზუსტად ერთი წლის წინ, ბერლინში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, ამჯერად კი გერმანიის დედაქალაქმა დიდ საერთაშორისო ტურნირს - ISTAF-ს უმასპინძა, რომელიც "ბრილიანტის ლიგის" სერიაში ვერ მოხვდა, თუმცა ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა და რაც მთავარია, მაყურებელმა მსოფლიოს რეკორდი იხილა.

21 წლის კენიელმა დავიდ რუდიშამ 800 მეტრიანი დისტანცია წუთსა და 41,09 წამში დაფარა და ორი მეასედით გააუმჯობესა თავისი სახელოვანი თანამემამულის უილსონ კიპკეტერის შედეგი. წინა რეკორდი ასევე გერმანიაში, ქალაქ კიოლნში 1997 წელს იყო დამყარებული.

საინტერესო ის არის, რომ შარშან, ბერლინში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუდიშა 800 მეტრის ფინალშიც კი ვერ მოხვდა, მაგრამ ერთ წელიწადში უდიდეს პროგრესს მიაღწია. კენიელმა დისტანციის შუაში მოუმატა ტემპს და ამან მსოფლიოს რეკორდი მოუტანა.

"შარშან ბერლინში ძალიან ცუდად გამოვედი, რაშიც ნაწილობრივ დამნაშავე ცუდი ამინდი იყო. ახლა იდეალურ პირობებში მომიწია გარბენი. ჩემთვის ეს იყო მსოფლიოს რეკორდის გაუმჯობესების მეორე მცდელობა. ივლისში, ბელგიაში სულ ოთხი მეასედი დამაკლდა. მას შემდეგ ბევრი ვივარჯიშე და ვგრძნობდი, რომ კარგ ფორმაში ვიყავი, თუმცა სტარტის წინ ვცდილობდი მსოფლიოს რეკორდზე არ მეფიქრა", - ამბობს იუნორთა შორის მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. სხვათა შორის, დავიდ რუდიშას მამა, დანიელ რუდიშა 1968 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი იყო 4x400 მეტრზე ესტაფეტაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასევე 800 მეტრზე ქალებს შორის გარბენი. სამხრეთაფრიკელი კასტერ სემენია დაბრუნდა იმ ბილიკზე, სადაც მან კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ დაიწყო სემენიას სქესის გარკვევის ხანგრძლივი პროცესი და მძლეოსანი საყვარელ საქმეს თითქმის ერთი წლით ჩამოშორდ. ISTAF მისთვის პირველი დიდი ტურნირი იყო დაბრუნების შემდეგ. აქ კასტერს რამდენიმე სერიოზული მეტოქე ჰყავდა: ვურს-ტომასი, სიმპსონი და პიჩიონე. აფრიკელი ყველას გაუსწორდა და დისტანციის დაფარვას ორ წუთზე ნაკლები დრო მოანდომა - 1.59,90, თუმცა ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგს 4,5 წამით ჩამორჩებოდა, ასე რომ, სრულფასოვან დაბრუნებაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი.

ლელო

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა